ფეისბუკმომხმარებელი ია ხიზანიშვილი თავისი გვერდიდან თბილისის მერიასა და დავით ნარმანიას მიმართავს. მიმართვის ტექსტს უცვლელი სახით გთავაზობთ:
,,თბილისის მერია / Tbilisi City Hall ვაკის რაიონის გამგეობა თქვენ ხართ მათხოვრები!
ომის ვეტერან კაცს, რომელიც 92 წლის ან მეტის არის, გამგეობაში დაიბარებ (იმასაც კი არ კადრულობ სახლში მიუტანო) საახალწლო საჩუქრის წასაღებად და ამ ,,ჰუმანიტარულ დახმარებას” აძლევ მეტი რა გქვია?!!!!
ან ჩურჩხელა არ გსმენია ან შოკოლადი, ან ერთი ბოთლი ღვინო იყოს რავიცი, მეოთხედი თავი აყროლებული ყველით და წიწიბურათი ულოცავ ახალ წელს? ყველაფერს არ ჩამოვთვლი, ფოტოზეც ჩანს მაგრამ კიდევ ერთხელ, მათხოვარი ხარ შენ, დავით ნარმანია/David Narmania!!!“ – წერს ია ხიზანიშვილი.