ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კანონის უზენაესობის პრინციპი დაცული იყოს. ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და ევროკავშირის გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან სტუმრობისას განაცხადა. მან პრეზიდენტს პროცესებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს მისი ჩართულობისთვის. ის ცდილობს დააწყნაროს სიტუაცია და ის არის პრინციპების დაცვის სადარაჯოზე. უპირველეს ყოვლისა, კანონის უზენაესობის პრინციპის. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კანონის უზენაესობის პრინციპი დაცული იყოს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი იმისა, რომ ქვეყანა იქნება აღქმული, როგორც თანაბარი პარტნიორი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის“, – განაცხადა ევროკომისარმა.