• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, May 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ჩვენი მთავარი ღირებულება, მინიმალური ტექნოლოგიური ჩარევით ღვინის დაყენებაა“ – სალომე ანდრაზაშვილი

8 years ago
in ეკონომიკა
A A
„ჩვენი მთავარი ღირებულება, მინიმალური ტექნოლოგიური ჩარევით ღვინის დაყენებაა“ – სალომე ანდრაზაშვილი
5
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დაახლოებით ორი წლის წინ, ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ქართული ღვინის კომპანია „არტიზანი გამოჩნდა“, რომელიც  განსხვავებული ტექნოლოგიით დამზადებულ ღვინოს სთავაზობს მომხმარებლებს. „არტიზანი“ სამი მეგობრის ირაკლი გვარამიას, დათა მგელაძის  და სალომე ანდრაზაშვილის წარმატებული ბიზნეს წამოწყებაა. „თბილისი თაიმსს“ ბრენდის ერთ-ერთი დამფუძნებელი სალომე ანდრაზაშვილი ესაუბრა ბრენდის შექმნისა და წარმატების შესახებ.

თავდაპირველად,  თქვენს შესახებ რომ მოგვიყვეთ, საიდან გაგიჩნდათ ღვინის წარმოების იდეა?

– ამ საქმიანობაში გაგვაერთიანა საერთო ინტერესმა ნატურალური ღვინის მიმართ. ქართული ღვინო ყოველთვის ცნობილი იყო პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მაგრამ ჩვენ ამოცანად  ქართული ჯიშების მრავალფეროვნების შესწავლა დავისახეთ და მათი დასავლური მომხმარებლისთვისაც გაცნობა. ამის ყველაზე დიდი შესაძლებლობა კი ნატურალური ღვინის დაყენებაში დავინახეთ.ჩვენი, როგორც ახალგაზრდა მეღვინეების მთავარი ფილოსოფია ისეთი ღვინის დაყენებაა, რომელიც ყველაზე ექსპრესიულად გამოხატავს ყურძნის ჯიშის და ვენახის ადგილმდებარეობის (ტერუარის) ნიშანთვისებებს, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის გარეშე.

რამდენი ხანია რაც ბაზარზე არსებობთ და რასთანაა დაკავშირებული ბრენდის სახელი?

– კომპანია დაარსდა 2015 წელს. “არტიზანი“ ფრანგული სიტყვაა და ქართულად ისეთ ოსტატს ნიშნავს, ვინც ნამუშევრებს ხელით ქმნის. ჩვენთანაც ყურძნის დაკრეფიდან ჩამოსხმამდე თითოეული პროცესი ხელით, მინიმალური ტექნოლოგიური ჩარევით ხდება.რაც შეეხება ბრენდინგს, ყოველი წლის მოსავლის ღვინო სახელს იღებს თავისი არომატული და გემოვნური მახასიათებლების მიხედვით (მაგ. საფერავი 2015 “კენკრისტყე”).

რა სახეობის ღვინოს აწარმოებთ?

– 2015 წელს ვაწარმოეთ მხოლოდ ერთი სახეობის ღვინო – საფერავი. ვენახის მიკროზონა დიდ როლს თამაშობს ჩვენი ღვინის გემოსა და არომატზე. სწორედ ამიტომ არჩევანი შევაჩერეთ ხაშმზე, ყარაბულახის ვენახებზე. სადაც საფერავის ყურძენი გამოირჩევა განსაკუთრებული არომატულობით.2016 წელს საფერავს დავამატეთ საფერავის როზე.  2017 წლისთვის, ასორტიმენტს დავამატეთ მწვანესა და რქაწითელის კუპაჟი, რომელიც მანავის მიკროზონაში არსებული ვენახიდან დავაყენეთ. ყოველ წელს გვინდა ახალ-ახალი ჯიშების ცდა და ადგილმდებარეობის და ჯიშის უნიკალური შერწყმის აღმოჩენა.

იმ სირთულეებზე რომ ისაუბროთ, რომლებიც კომპანიის შექმნისა და მისი განვითარების დროს შეგხვდათ.

– ღვინის დაყენებისას მთავარი სირთულე ყურძნის სწორად შერჩევა, რთველის სწორად დაგეგმვა და ღვინის დაყენების სწორი ტექნოლოგიის შერჩევაა. ბიზნესის წარმოების კუთხით, ღვინის სტარტაპი სხვა სტარტაპებისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება – მნიშვნელოვანია იპოვო ნიშა და სამიზნე სეგმენტს შესთავაზო კარგი პროდუქტი სწორი მარკეტინგული კომუნიკაციით.

როგორია კომპანია „არტიზანის“ წარმოების პროცესი და რა რაოდენობის ღვინოს ასხამთ ყოველწლიურად?

– როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი მთავარი ფილოსოფიაა ისეთი ღვინის დაყენება, რომელიც ყველაზე ექსპრესიულად გამოხატავს ყურძნის ჯიშის და ვენახის ადგილმდებარეობის (ტერუარის) ნიშანთვისებებს, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის გარეშე. ჩვენ, ბევრი მეღვინისგან იმით განვსხვავდებით, რომ აბსოლუტურად არ ვიყენებთ გოგირდს არც დაღვინების და არც ბოთლში ჩამოსხმის პროცესში, რაც იშვიათი პრაქტიკაა. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით ისეთი ღვინის მიღება, რომელიც კენკრის არომატებითაა მდიდარი და კარგად გამოხატავს როგორც ხაშმის ტერუარს, ასევე საფერავის არომატს.

როგორ შეძელით ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება?

– საქმიანობის დაწყებისას ბევრს ვფიქრობდით საკომუნიკაციო სტრატეგიაზე, თუ როგორ მიგვეწოდებინა ინფორმაცია „არტიზანის“ ღვინის შესახებ მომხმარებლისთვის. თუმცა, ახალი ღვინის ფესტივალმა ძალიან გაგვიადვილა პოტენციურ მომხმარებლებთან დაახლოება. ამ ღონისძიების შემდეგ პირდაპირ დავიწყეთ ღვინის რეალიზაცია ღვინის ბარებსა და მაღაზიებში. სწორედ ასე დაიწყო არტიზანის ისტორია და რამდენიმე თვეში უკვე არა მხოლოდ ქართველი მომხმარებლები, არამედ უცხოელებიც (არგენტინა, სინგაპური, ა.შ.) გვიზიარებდნენ დადებით შთაბეჭდილებებს ჩვენს საფერავზეFacebook-ის საშუალებით.ამასთანავე, ჩვენგან დამოუკიდებლად, არტიზანი „vivino”-ზეც აღმოვაჩინეთ  საუკეთესო ღვინოებს შორის

სად შეიძლება „არტიზანის“ შეძენა და როგორია ფასები?

– არტიზანის შეძენა შეიძლება თბილისისა და ბათუმის სხვადასხვა ღვინის ბარებსა და მაღაზიებში (ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ ჩვენი facebook-ის გვერდზე).ჩვენი ღვინის სარეალიზაციო ფასი იწყება 30 ლარიდან.

სამომავლო გეგმების შესახებ რომ მოგვიყვეთ, რა სიახლეებს სთავაზობთ მომხმარებლებს,  გადის თუ არა „არტიზანი“ ექსპორტზე?

– ჩვენს გეგმებში არ შედის „არტიზანის“ წარმოების მასშტაბური ზრდა. ჩვენი მთავარი ღირებულება, ღვინის დაყენება მინიმალური ტექნოლოგიური ჩარევის გარეშე, ყოველთვის დარჩება ჩვენს მთავარ ღირებულებად. შესაბამისად, გრძელვადიან პერიოდში ჩვენს მისწრაფებაა ყოველწლიურად ექსპერიმენტული, ახალი ტიპის ღვინის დამატება და ევროპის ბაზარზე შესვლა.

მარიამ ლეკიაშვილი

Share2Tweet1

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

მარიამ ჯაში: „ჩვენ გადავარჩინეთ მცხეთა და გელათი“

მარიამ ჯაში: „ჩვენ გადავარჩინეთ მცხეთა და გელათი“

7 years ago
“სული მეწვის, ეს რა გავიგე… ოხ, რა დაუნდობელი ხარ, სიკვდილო!” – ქართველი ემიგრანტი ბიჭი გარდაიცვალა

“სული მეწვის, ეს რა გავიგე… ოხ, რა დაუნდობელი ხარ, სიკვდილო!” – ქართველი ემიგრანტი ბიჭი გარდაიცვალა

3 years ago
ბრუკლინში საქართველოს მოქალაქე მოკლეს – დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი

ბრუკლინში საქართველოს მოქალაქე მოკლეს – დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი

3 years ago
იაირ შამირმა: “13 მსხვილი ებრაული კომპანიის წარმომადგენლები ჩამოვიყვანე, რომლებიც მზად არიან, საქართველოში ბიზნესის საწარმოებლად”

იაირ შამირმა: “13 მსხვილი ებრაული კომპანიის წარმომადგენლები ჩამოვიყვანე, რომლებიც მზად არიან, საქართველოში ბიზნესის საწარმოებლად”

12 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by