სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო გაიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
სოფელ მარტყოფში სამშენებლო მასალის საწარმო შეიქმნება, რაშიც 800 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება;
კასპის რაიონში ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება, რომელიც 60-მდე ადამიანს დაასაქმებს.