წონაში დასაკლებად, უფრო სწორად კი, ნივთიერებათა ცვლის ასამუშავებლად, მარტივი და სასიამოვნო სასმელი უნდა მიირთვათ.
იგი ზედმეტ წონასაც მოგაშორებთ და კიდურების შეშუპებისგანაც გაგათავისუფლებთ. სასურველია, იგი ყოველდღიურად ახალ-ახალი მოამზადოთ და მიირთვათ.
დაგჭირდებათ: თითო ცალი კიტრი და ლიმონი; წვრილად გახეხილი ნახევარი სადილის კოვზი ჯანჯაფილი, 5-6 ფოთოლი პიტნა და 10 ჭიქა ცივი წყალი (დაახლოებით 2 ლიტრი).
კიტრი გაფცქვენით, ლიმონი კანიანად დაჭერით და დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად წყალში შეურიეთ. სასმელი საღამოს მოამზადეთ, რათა მთელი ღამე გემო ერთმანეთს შეერიოს და მეორე დილიდან მიირთვით.
წყარო: marao.ge