საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ქართველი გოგონა, მარიამ მამადაშვილი გახდა.
10 წლის ქართველმა მომღერალმა 17 ქვეყანის წარმომადგენლებს შორის 239 ქულით გაიმარჯვა.
მარიამ მამადაშვილმა კონკურსზე სიმღერა “მზეო” ქართულად შეასრულა, რომელიც კომპოზიტორ გიორგი კუხიანიძეს ეკუთვნის.
საქართველომ საბავშვო ევროვიზია უკვე მესამედ მოიგო.