სტუდენტი ლილე ტვილდიანი ,,ფეისბუკზე“ შემდეგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელის სახით გთავაზობთ:
,,უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ვზივარ,მეორე სართულზე,ეზოდან მესმის ბავშვების ტირილი. თოვს და ჯერ ყურადღებას არ ვაქცევ-თამაშობენ ალბათ-მეთქი. რომ არ გაჩერდა ეს გაბმული ხმა გადავიხედეთ და ტყუპების ეტლი დგას, თოვლს ფერთხავს ორი ქალი. ბავშვები ტირიან, ჩვენ ზემოდან ვუცინით, იქნებ გავამხიარულოთ. ის ქალები ვერ გვხედავენ და უცებ ეცნენ ამ ბავშვებს და ისე ჩააფარეს სახეში, ცუდად გავხდი. ავტეხეთ ყვირილი, კაკუნი, ფანჯარა არ იღება. უცებ გაიქცნენ, სურათის გადაღება მოვასწარი, გაავრცელეთ. ვაკეში, უნივერსიტეტთან სამი ტყუპი ბევრს არ ეყოლება!“ – წერს ლილე.