საქართველოს მოქალაქისთვის აზარტულ თამაშში მონაწილეობის ასაკობრივი ცენზი 21 წლამდე იზრდება. შესაბამისი ცვლილება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი ფინანსთა სამინისტროა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
პროექტით, აზარტული ან მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე შესვლის და თამაშის უფლება არ აქვს საქართველოს მოქალაქეს 21 წლამდე, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეს 18 წლამდე.
კანონპროექტის მიხედვით, აზარტული ან მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე საქართველოს მოქალაქის დაშვება, ან მონაწილეობა მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში მოხდება.