მსოფლიოში სიღარიბესთან მებრძოლი ორგანიზაციების გაერთიანება „ოქსფამი“ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოში უმდიდრესი 62 ადამიანის ქონება უღარიბესი 3,6 მილიარდი ადამიანის ქონებას გაუტოლდა.
Wealth of richest 62 people same as poorest half of world’s population – წერია ანგარიშში.
მაგალითისათვის, 2010 წელს 388 ადამიანი ფლობდა იმავე მოცულობის სიმდიდრეს, რამდენსაც მსოფლიო მოსახლეობის უღარიბესი 50 %-ი. ამ 62 უმდიდრესი ადამიანის უმეტესობა აშშ-დანაა ( 32 ადამიანი), შემდეგ 7 ადამიანით მოდის ჩინეთი; საფრანგეთი, ჰონკონგი და ინდოეთი – 3 ადამიანი და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ანგარიშის თანახმად, ბილ გეიტსის ქონება მთლიანი ბელორუსის მშპ-ს აღემატება. უმდიდრესი ადამიანების უმეტესობა ფულს საცალო ვაჭრობით, ტექნოლოგიით, კვების ბიზნესით, საფინანსო სექტორით და სხვა საქმიანობით შოულობს. საინტერესოა, რომ დედამიწის 10 ყველაზე მდიდარი ადამიანიდან დაახლოებით 9 მამაკაცია.
წყარო: www.oxfam.ge
ნატალია ჯალაღონია