ბრიტანული გამომცემლობის – The Economist-ის მიხედვით, საქართველო წიგნების გამოცემის მიხედვით მსოფლიო ხუთეულშია. სიაში გამოქვეყნებულია მსოფლიოს პირველი 6 ქვეყანა, 2013 წელს გამოცემული ახალი წიგნების რაოდენობის მიხედვით. საქართველომ სიაში მე-5 ადგილი დაიკავა. ეკონომისტის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელი 2013 წელს მილიონ მოსახლეზე 1,547 წიგნია. ამავე წესის მიხედვით, ინგლისს მილიონ მოსახლეზე 2,874 წიგნი აქვს გამოცემული. აღწერის მიხედვით, 2013 წელს საქართველოში 4,477 მილიონი მოქალაქე იყო, რაც ნიშნავს, რომ ამ წელს ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 6,926 წიგნი გამოიცა. პირველ ადგილზე, წიგნების გამოცემის რაოდენობის მიხედვით, ინგლისაა, რომელსაც მოსდევს სლოვენია, ტაივანი და ესპანეთი. ნატალია ჯალაღონია