ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 16-19 მარტს საქართველოს პირველად ეწვევა 21 ღვინის მაგისტრი, რომლებიც მსოფლიოს 9 ქვეყანაში მოღვაწეობენ.
საქართველოში სტუმრობის დროს ღვინის მაგისტრები მოინახულებენ ღვინის კომპანიებს თბილისში, ქართლსა და კახეთში, სადაც გაიმართება ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები, ეწვევიან სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვაზის სანერგე მეურნეობას სოფელ ჯიღაურაში და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, სადაც გაეცნობიან ქართული ვაზისა და ღვინის კულტურასთან დაკავშირებულ უძველეს ნიმუშებს.
ჟურნალისტებს გთხოვთ მობრძანდეთ 16 მარტს, 14.00 საათზე თბილისში, სასტუმრო “ვინოტელში” (ელენე ახვლედიანის N 4), სადაც ღვინის მაგისტრებისთვის გაიმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია.