• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, September 5, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქვევრის ღვინო საფრანგეთის ხუთ ქალაქში იყო წარდგენილი

11 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ღვინოქართული ქვევრის ღვინო  მიმდინარე კვირაში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით პარიზში, ბლუაში, ანჟეში, სომურსა და ორლეანში სხვადასხვა ღონისძიებაზე იყო წარდგენილი. ღვინის პროფესიონალებს, მოყვარულებს, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ შემდეგი მწარმოებლების ღვინოები: „იაგოს ღვინო“, „ხოხბის ცრემლები“, „რამაზ ნიკოლაძის მარანი“, „ოქროს ღვინო“, „მეღვინეობა ნიკი ანთაძე“, „ნათენაძის ღვინის მარანი“ და „მარიამ იოსებიძის ღვინო“.

ქალაქ სომურში გამართულ ბუნებრივი ღვინოების გამოფენას ‘’La Dive Boutteille”, სადაც ქვევრის ღვინის მწარმოებლები მონაწილეობდნენ, საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი დაესწრნენ. გამოფენა ტრადიციულად ცქრიალა ღვინოების მწარმოებელი კომპანიის „Ackerman”  ისტორიული გვირაბში ჩატარდა. ორდღიან გამოფენაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ასობით მეღვინე მონაწილეობდა.

საფრანგეთში საქართველოს ელჩის განცხადებით, მსგავს ღონისძიებებში ქართული ღვინის წარდგენით იზრდება შესაძლებლობა, რომ საქართველო სულ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყანა.

„საფრანგეთში ქართული ღვინის წარდგენა მსოფლიო მასშტაბის აღიარებაა. აღნიშნულ ღონისძიებებზე ქართულ ღვინოს არა მარტო ფრანგები, ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც ეცნობიან, ამიტომ ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ მაქსიმალურად გავაკეთოთ ქართული ღვინის პრომოცია და წარმოდგენილი ვიყოთ ყველა მსგავს ღონისძიებაზე. შედეგები უკვე სახეზე გვაქვს, რადგან სულ უფრო მეტი და მეტი ფრანგი საუბრობს, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო“ – აღნიშნა ეკატერინე სირაძე-დელონემ.

თავის მხრივ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქართული ღვინის იმიჯისთვის ქვევრის ღვინოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

„აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილია ქვევრის ღვინოები, რომელზეც უფრო და უფრო მეტს საუბრობენ საფრანგეთში. ქვევრის ღვინო ჩვენი ერთგვარი სავიზიტო ბარათია, იმისთვის რომ ქართული ღვინო უფრო ცნობილი გახდეს ამ უმნიშვნელოვანეს და უდიდეს ბაზარზე. საფრანგეთში ღვინის წარდგენით ქართული ქვევრის ღვინო ცნობილი ხდება ფაქტობრივად მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ბაზარზე. ქართული ღვინო მომავალშიც იქნება წარმოდგენილი ნატურალისტი მეღვინეების გამოფენებზე, რაშიც ქვევრის ღვინის მწარმოებლებს ღვინის ეროვნული სააგენტოც დაეხმარება“ – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

ქვევრის ღვინის მწარმოებლები ასევე მონაწილეობდნენ ამავე პერიოდში ქალაქ ანჟეში ჩატარებულ ბუნებივი ღვინოების გამოფენაში „Les Penitentes“. აღნიშნულ გამოფენებზე ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს მეღვინეობით სახელგანთქმული ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი.

ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანიები აღნიშნულ გამოფენებზე გასულ წლებშიც მონაწილეობენ. ქართველი მეღვინეები აცხადებენ, რომ ანჟესა და სომურის ტრადიციულმა გამოფენებმა მათ მნიშვნელოვანი იმპორტიორები შესძინა, რამაც შესაბამისად ღვინის ექსპორტის ზრდა გამოიწვია.

‘’La Dive Boutteille”  და „Les Penitentes”  საფრანგეთში ითვლება წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ბუნებრივი მეღვინეობის სფეროში, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი ნატურალისტი მეღვინეები, სხვადასხვა ქვეყნის ღვინის იმპორტიორები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და სომელიეები ესწრებიან.

გამოფენებთან ერთად ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა პარიზში, ბლუასა და ორლეანში სპეციალიზირებულ ღვინის მაღაზიებსა და ბარებში. დეგუსტაციას უძღვებოდნენ ფრანგი სომელიე სებასტიან შატილონი და ფრანგი მეღვინე ტიერი პუზელატი. ქვევრის ღვინომ ადგილობრივი ღვინის იმპორტიორების, ღვინის მაღაზიებისა და რესტორნების წარმომადგენლების, ასევე ღვინის მოყვარულების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

მსგავს გამოფენებსა და დეგუსტაციებში მონაწილეობით იზრდება ქართული ღვინის ცნობადობა და პოპულარიზაცია, რაც შესაბამისად ექსპორტისა და საექსპორტო ბაზრების ზრდას იწვევს.

მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში როგორიც საფრანგეთია, 2015 წელს საქართველოდან  38 ათასი ბოთლი ღვინო იყო იმპორტირებული, რაც 190%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საფრანგეთში ექსპორტის ძირითადი წილი სწორედ ქვევრის ღვინოზე მოდის.

ShareTweet

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

“საკუთარი თავი არასამთავრობო სექტორში ამოვწურე” – ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი მეტროს მემანქანეთა გაფიცვის შეზღუდვას ეხმაურება

8 years ago

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

12 years ago
ისრაელის ტელევიზიამ გარდაცვლილების ვინაობა გაასაჯაროვა – მათ შორისაა, ილია ნოზაძე

ისრაელის ტელევიზიამ გარდაცვლილების ვინაობა გაასაჯაროვა – მათ შორისაა, ილია ნოზაძე

2 years ago
თსუ-დან გარიცხეს სტუდენტი, რომელმაც ონლაინლექციაზე ლექტორს შეურაცხყოფა მიაყენა

თსუ-დან გარიცხეს სტუდენტი, რომელმაც ონლაინლექციაზე ლექტორს შეურაცხყოფა მიაყენა

6 years ago

ახალი ამბები

სარეკორდო გარიგება ჰიბისკუსის კუნძულზე: ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა სახლი $51.5 მილიონად გაყიდა
ახალი ამბები

სარეკორდო გარიგება ჰიბისკუსის კუნძულზე: ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა სახლი $51.5 მილიონად გაყიდა

09/03/2026

41 წლის ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა და ფინანსისტმა, რომლის ცხოვრებაც ჯონ ლე კარეს ჯაშუშურ რომანს წააგავს, ჰიბისკუსის დაცულ კუნძულზე მდებარე ახალაშენებული მაიამის...

მეტის ნახვაDetails
მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • სარეკორდო გარიგება ჰიბისკუსის კუნძულზე: ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა სახლი $51.5 მილიონად გაყიდა 09/03/2026
  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by