სამგზავრო ლაინერის გამტაცებელი ამჯერად ეგვიპტეში პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. როგორც “ფრანს 24” იტყობინება, ინფორმაციას ამის შესახებ კვიპროსის სახელმწიფო მაუწყებელი ავრცელებს.
კვიპროსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამტაცებელი საიფ ელდინ მუსტაფა თვითმფრინავის ბორტზე ამ დრომდე იმყოფება და მასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.