არჩევნების თარიღი ცნობილი გახდა, პრეზიდენტის გადაწყვეტილება კი სადავო. ოპოზიცია გიორგი მარგველაშვილის მიერ არჩევნების თარიღის დანიშვნას კრიტიკულად აფასებს. ამ საკითხზე ისაუბრა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია “GDS”-ის ეთერში, მან გადაცემა “2030”-ში განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს, მთავარი პრობლემა კი მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაა, რაც საარჩევნო კამპანიის ბიუჯეტიდან დაფინანსებას გულისხმობს.
“ჩვენი პარტია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ამ ეტაპზე დამოუკიდებლად ემზადება, თუმცა მოლაპარაკებებს ოპოზიციასთან არ გამოვრიცხავთ, გარდა „ნაციონალური მოძრაობასთან“ თანამშრომლობა პრინციპულად მიუღებელია,“ – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი კოალიცია “ქართული ოცნების” დაშლის მიზეზებსაც განიხილავს და დადებითად აფასებს რესპუბლიკური პარტიის როლს.
“4 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას პრაქტიკულად “რესპუბლიკური პარტია” მართავდა,”- აცხადებს ბურჯანაძე.
წამყვანის შეკითხვაზე თუ ვინ არის “დემოკრატიული მოძრაობის” მთავარი მოწინააღმდეგე ძალა, ნინო ბურჯანაძე პასუხობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი, თუმცა მას მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად არ აღიქვამს.
ნინო ბურჯანაძე გადაცემაში საუბრისას აღნიშნა, რომ მისი პარტიისთვის ბარიერის გადალახვა არ არის პრიორიტეტი, ამბიციები გაცილებით მასშტაბურია – ხელისუფლებაში მოსვლა კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად.
მანჩო ღოღობერიძე