• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გარემო ძალადობისა და აგრესიული რიტორიკისგან თავისუფალი უნდა იყოს

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გარემო ძალადობისა და აგრესიული რიტორიკისგან თავისუფალი უნდა იყოს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

წელს პირველად საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტს არჩევნების მეორე ტურზე აირჩევს. ამომრჩევლების მიერ მეორე ტურში გასული კანდიდატების მიმართ 28 ოქტომბრის კენჭისყრის დღეს ნაჩვენები თითქმის თანაბარი მხარდაჭერა მიუთითებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მაღალი კონკურენტულობით გამოირჩევა. ამდენად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ქართული დემოკრატიის განვითარებისა და კონსოლიდაციისთვის მნიშვნელოვანი ტესტი იქნება.

წარსული გამოცდილებით, საქართველოში არჩევნების მეორე ტურზე მაღალი კონკურენცია პირველ და მეორე ტურს შორის პერიოდში დაძაბულობის, ძალადობრივი ინციდენტებისა თუ ზეწოლის გარემოს რისკებს ზრდის. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულებიდან ორ დღეში, შემაშფოთებელი განცხადებები გაკეთდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ, რომლებიც ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომსა და რევოლუციურ სცენარებს პროგნოზირებდნენ.

გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი გაერთიანების „ძალა ერთობაშია“-ს ინფორმაციით, იმავე დღეს, 30 ოქტომბერს, ახალქალაქში საქართველოს პარლამენტის წევრის, ენზელ მკოიანის ოჯახის წევრები 30-მდე ადამიანთან ერთად შეცვივდნენ მათს ოფისში და თავს დაესხნენ ამ გაერთიანების წევრებს. შედეგად, „ძალა ერთობაშია“-ს 4 წევრი სხვადასხვა დაზიანებით ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში მოხვდა. აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ხულიგნობას, ჩადენილს ჯგუფურად,  ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. წინა დღეებში საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების კიდევ რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული ზემოაღნიშნული განცხადებები შეიცავს სამოქალაქო ომის პროპაგანდის და ძალადობის წახალისების ნიშნებს, რაც საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარებას. მსგავსი აგრესიული რიტორიკა ძირს უთხრის დემოკრატიული არჩევნების იდეას და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლით გარანტირებულ ადამიანის პოლიტიკურ უფლებებს, რომლის თანახმად, ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დამოუკიდებლად ჩამოიყალიბოს მოსაზრება ძალადობის, ძალადობის მუქარის, ძალდატანების, მოსყიდვის და ნებისმიერი სახის მანიპულაციური ჩარევის გარეშე.

ამდენად, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეკისრებათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რათა საკუთარი განცხადებებით არ გამოიწვიონ საზოგადოებაში არჩევნებთან დაკავშირებით ძალადობისა და შიშის გარემოს განცდა. ამასთან, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ფუნქცია აკისრია ხელისუფლებას, რომელიც ვალდებულია ძალადობისგან დაიცვას თითოეული მოქალაქე, ორგანიზაცია თუ სახელმწიფო ინსტიტუცია, და უზრუნველყოს მათი კეთილდღეობა.

ნებისმიერი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია, პატივი სცეს არჩევნებზე გამოხატულ ამომრჩევლის ნებას. ამდენად, არჩევნების კონკრეტული შედეგის შემთხვევაში შესაძლო სამოქალაქო ომის დაწყების შესახებ რიტორიკა უკიდურესად შემაშფოთებელი და დამაზიანებელია. როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის მხრიდან უმნიშვნელოვანესია მკაფიო გზავნილი, რომ ისინი პატივს სცემენ საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებზე გამოხატულ ნებას და მეორე ტურზე დაფიქსირებული შედეგის მიუხედავად არ შეეცდებიან ვითარების რაიმე სახით გამწვავებას.

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

უმრავლესობის ფარგლებში კიდევ ერთი ფრაქცია – „ქართული ოცნება – მწვანეები“ იქმნება

უმრავლესობის ფარგლებში კიდევ ერთი ფრაქცია – „ქართული ოცნება – მწვანეები“ იქმნება

10 years ago
უფლება არ გაქვთ, გიყვარდეთ კაცი, რომელიც დაოჯახებულია… დაიმახსოვრეთ, სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას ვერავინ ააწყობს – მამა საბა ჭიკაიძე

უფლება არ გაქვთ, გიყვარდეთ კაცი, რომელიც დაოჯახებულია… დაიმახსოვრეთ, სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას ვერავინ ააწყობს – მამა საბა ჭიკაიძე

3 years ago

,,ბიბლუსის გალერეა ქუთაისში”

10 years ago

მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

10 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by