“გვარამია კაცი რომ იყოს, პასუხს გავცემდი”, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა კითხვას, თუ რას იტყოდა იმ განცხადებების შესახებ, რომელიც “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა.
“რა უნდა გითხრათ მის განცხადებებზე? ახლა ვიტყვი და მეტს აღარ გავიმეორებ არაფერს. ნიკა გვარამია კაცი რომ იყოს პასუხს გავცემდი. მეტს არაფერს ვიტყვი”, – განაცხადა პრემიერიმა.
“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ”ახალი მემარჯვენეების” ფრაქციაში ფულით იყო ნაყიდი.