საგარეომიმდინარე წლის 21-22 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი, ელჩი მიხაელ ლინჰარტი. ელჩი ლინჰარტის ვიზიტი დაგეგმილია საქართველოში ავსტრიის საელჩოს გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით.

ვიზიტის ფარგლებში ელჩი ლინჰარტი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პირებთან, ასევე ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის EUMM ადგილობრივ ოფისს მცხეთაში და სამხრეთ-ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარს მოინახულებს. ავსტრიის საელჩოს გახსნა საქართველოში ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაძლიერებას. მისიის ხელმძღვანელი იქნება ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბ-ნი არად ბენკო.

სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობისა და ევროპული მისწრაფებების მიხედვით საქართველო რეგიონის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. როგორც ევროკავშირის ინიციატივის „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ წამყვანი პარტნიორი, საქართველო ავსტრიის მიერ მიჩნეულია მნიშვნელოვანი პოტენციალის მქონე ქვეყნად ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. ამასთანავე საქართველო კვლავ რჩება ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში პრიორიტეტულ ქვეყანად.

გახსნის ცერემონია გაიმართება 2016 წ 22 სექტემბერს 10სთ-ზე. მისასალმებელ სიტყვას წაიკითხავენ ელჩი ლინჰარტი, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი და ბ-ნი გიგი გიგიაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. გვსურს მოვიწვიოთ მედიის წარმომადგენლები გახსნაზე, სადაც საშუალება ექნებათ ჩაწერონ ინტერვიუები შესაბამის თანამდებობის პირებთან.

(Visited 98 times, 1 visits today)

კომენტარები