ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (ეუთო) და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით დონდუამ რწმუნებათა სიგელები გადასცა საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის აღმასრულებელ მდივანს, მარტინ კროიტნერს.
ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ანტიკორუფციულ აკადემიას შორის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე. შეხვედრაზე განხილული იქნა „საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის“ საქმიანობის მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
ხაზი გაესვა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე ანტიკორუფციული რეფორმების მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ აკადემიის სასწავლო პროგრამებში საქართველო შეტანილია, როგორც კორუფციასთან წარმატებით მებრძოლი ქვეყნის მოდელი.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აკადემია მზადაა განაგრძოს ქართველი საპეციალისტების გადამზადება და საერთაშორისო და რეგიონული სწავლებების ჩატარება საქართველოში.