საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, იწყება რიგით მეოთხე საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი CinéDOC–Tbilisi.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 17 ოქტომბერს, კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფესტივალის დირექტორი არჩილ ხეთაგური, ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი, ჟიურის წევრი ჟან-ივ ლავუარი და რეჟისორი თომა ჩაგელიშვილი გაუძღვნენ.
დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი CinéDOC–Tbilisi – 21-25 ოქტომბერს ჩატარდება; კინოჩვენებებსუმასპინძლებს კინოთეატრები – „ამირანი“, „რუსთაველი“, ასევე „Frontline Club“ და გოეთეს ინსტიტუტი.