ბოლო პერიოდში განსაკუთრებნით აქტუალური გახდა ონლაინსესხების საკითხი, რომელმაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი პროტესტიც გამოიწვია და ამ ნაწილმა ახალი კამპანიაც დაიწყო ,,არა ონლაინსესხებს!“
საინტერესოა, როგორია ამ თემასთან მიმართებით ექსპერტების აზრი. ,,თბილისი თაიმსი“ ფინანსური ბაზრებისა და რისკების მართვის ექსპერტს – ამირან აზალაძეს დაუკავშირდა.
დღეს საქართველოში 41 ონლაინსესხების გამცემი კომპანია მუშაობს და საკმაოდ მომგებიან ბიზნესადაც იქცა ეს საქმიანობა. საერთო მაჩვენებლით, 500 მილიონის ბრუნვა აქვთ წელიწადში. თქვენ, როგორც ამ სფეროს ექსპერტი, როგორ შეაფასებთ მათ საქმიანობასა და მნიშვნელობას?
– სამწუხაროდ, ონლაინსესხების გამცემი კომპანიების მუშაობა ბევრ ადამიანზე მტკივნეულად აისახა. ზოგადად, ამ პროდუქტის ასეთი მოთხოვნადობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, მიუთითებს ჩვენი მოსახლეობის რთულ ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგანაც, მიუხედავად მაღალი რისკებისა და მაღალი სესხის პროცენტისა, ისინი დაუფიქრებლად იღებენ სესხს და შესაბამისად, კომპანიები ამ მოთხოვნას თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ.
საშუალო სტატისტიკა ასეთია – კრედიტებში ჩაშვებული თანხის მხოლოდ 30 % ბრუნდება უკან, მაგრამ, სამწუხაროდ, ის 30% იმ მოცულობით ბრუნდება, რომ ფარავს იმ კრედიტებში ჩადებული თანხის 70 პროცენტსაც და კომპანიები საშუალოდ 100-დან 150%- მდე წლიურ მოგებაზე გაჰყავს.
რეალურად, თავისით ონლაინსესხს არავინ აბრუნებს, მხოლოდ 30% აბრუნებს, ისიც იძულებითი ამოღებით.
ე.წ. იძულებით ამოღებებს რაც შეეხება, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ნორმად გარკვეული რეგულაციებითა და საკანონმდებლო წესებით მანიპულირება, როდესაც სესხის აღებისას რეგულაციები საერთოდ არ არსებობს?
– მსესხებელი დაზღეული კია არა, დარწმუნებულიც კი არის, რომ არავინ არ გადაუხდის გასესხებულ თანხას, უბრალოდ, იმ 30 %- ის შემთხვევაში, ამ თანხას მსესხებლებს აბრუნებინებენ სხვადასხვა კერძო ორგაზიაციები, რომლებიც მუშაობენ სახელმწიფო სააღმსრულებლო ბიუროს მსგავსად და ეწევიან ძალით ამოღების პრინციპს. ანუ ეს კერძო ორგანიზაციები ონლაინსესხის კომპანიასა და მსესხებელს შორის შუამავლები არიან.
ურეკავენ მომხარებელს, საკანონმდებლო სანქციებს აცნობენ, რომელიც კანონის ერთი მხარეა. ნაწილი კლიენტებისა, ანუ ის 30% შინდება და თვეების წინ გამოტანილი 300 ლარის ნაცვლად 3000 და შეიძლება მეტი ოდენობის თანხაც კი შეიტანონ.
არსებობს იურიდიული არხები, რომლითაც შეიძლება გაზრდილი პროცენტი არც გადაიხადო, შეიტანო ძირი და მიზერული პროცენტი და ამით დახურო კონტრაქტი, მარამ აქ იურიდიული განათლების პრობლემასთან მოვდივართ.
რაც მოგვარებს ამ პრობლემას არის ის, რომ ხალხი ელემენტარულ დონეზე მაინც იყოს იურიდიულ საკითხებში ჩახედული ან დაიქირავოს ადვოკატი და გაიაროს კონსულტაცია. ამ დროს ნაკლები ხარჯიც ექნებათ და პრობლემაც.
მაქსიმუმი რაც შეიძლება მოხდეს, უძრავი ქონების დაყადაღებაა.
თუმცა, რეალურად როგორც სესხის გამცემს, ასევე მსესხებელს შეუძლია გაართულოს საქმე და სააღმსრულებლო ბიურომდე მიიყვანოს, ამის საშუალებას რეგულაციების არარსებობა იძლევა.
პიროვნების იდენტიფიცირების საკითხსაც რომ შევეხოთ, რამდენად ნორმალურია ის ფაქტი, რომ სესხს გასცემენ მხოლოდ პირადობის ნომრისა და სადებეტო ბარათის მეშვეობით? ხომ იზრდება რისკი, რომ ვიღაც გარეპირმა მარტივად გამოიტანოს სესხი სხვისი სახელით მისი ნებართვის გარეშე?
– ვერ გეტყვით, რამდენადაა სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენად ხშირია სესხის სხვის სახელზე გამოტანის შემთხვევები, მაგრამ შთაბეჭიდლება რჩება, რომ ეს არც ისე რთულია, რადგანაც იდენტიფიცირებისას ხდება მხოლოდ დარეკვა მსესხებელთან და ხმით ვერავინ ვერ იცნობს, ვინაა ის პიროვნება, ვინც სესხი გამოიტანა.
ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ არ არსებობს რეგულაციები და კომპანიას თავისფულად შეუძლია აწარმოოს ის საქმიანობა, რასაც ეწევა.
როგორია მსოფლიო პრაქტიკა? რა ხდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში და თუ მოქმედებს მაკონტროლირებელი ნორმები?
– მსოფლიო მასტაბით რადიკალურად განსხვავებული მიდგომები გვაქვს. არის ქვეყნები,სადაც აკრძალულია ეს, არის ქვეყნები, სადაც ის ცალკე რეგულაციებშიი ყვება და არის ქვეყნები, ძირითად დაბალშემოსავლიანი ქვეყნები, სადაც ყევლაზე პოპულარულია. ასეთია, მაგალითად, აზიისა და აფრიკის რიგი ქვეყნები.
ცნობისთვის, 0%-იანი განვადება ოდესღაც პოპულარული იყო ევროპაში, მაგრამ როგორც კი მთავრობა და ბიზნესსაზოგადოება მიხვდა, რომ ეს კომერციული ტყუილი იყო, აიკრძალა.
ბოლო პერიოდში დაიწყო კამპანია – ,,არა ონლაინსესხებს“, საზოგადოების ნაწილი საკმაოდ უარყოფითად უყურებს მათ საქმიანობას. რამდენად რეალურია ამ მოთხოვნის შესრულება?
– ამ დროს გასათვალისწინებელია საზოგადოების ამ ნაწილის აზრი, რადგანაც ეს მათი გამოხატულებაა, რომ ეს პროდუქცია არ არსებობდეს, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს ბიზსნესის უფლებებიც, რადგანაც, არსებული კანონმდებლობით, ამ ბიზნესს აქვს არსებობის უფლება. ჩვენ ამას ვერ შევზღუდავთ და კანონის უზენაესობას უნდა ვცეთ პატივი.
ჩემი აზრით, უნდა მივიდეთ კონსენსუსამდე. ზოგადად, სესხი ონლაინში არც თუ ისე ცუდი პროდუქცია, თუ მისი გამოყენება იცით და თუ 2-3 დღით აიღებთ, ეს ყველაზე კარგი ვარიანტია. უმჯოებესი იქნება, რომ შემცირდეს გაცემული კრედიტების რაოდენობა, მოხდეს პიროვნების იდენტიფიცირება და საკრედიტო ისტორიის უფრო სწორად შესწავლა, რაც დაარეგულირებდა ბაზარს და ამ პროტესტსაც ჩაახშობდა.
ნატალია ჯალაღონია