ხანუქა – „განწმენდა“, „განახლება“, ასე ეწოდება ებრაელთა ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს, რომელიც ქისლევის- ნოემბერ–დეკემბერის თვეში აღინიშნება. სახელწოდება წარმოსდგება გამოთქმისაგან ,,ხანუქათ ჰამიზბეაჰ“- „სამსხვერპლოს განახლება“. ეს მოხდა მაშინ, როცა მაკაბელებმა ტაძარი გაათავისუფლეს და კერპებისგან გაწმინდეს. მისი აღნიშვნის ტრადიცია უძველესი დროიდიან მოდის და ღრმა სარწმუნოებრივი დატვირთვა აქვს.
დღესასწაულის ისტორია მოგვითხრობს, რომ ჩვ.წ.აღ 167 წელს სირიის მმართველმა, ანტიოქ IV ეპიფანმა გამოსცა ბრძანება, რომ ყველა ებრაელი რომელიც იცავს და იკვლევს თორას სიკვდილით დასჯიდნენ. იუდევლების ღმერთი უნდა ყოფილიყო ზევსი. იერუსალიმში ტაძარი იყო შეურაცხყოფილი, სრულად დასაწველ მსხვერპლად მოტანილ იქნა ღორი. წმინდათა წმინდაიში დადგმული იყო ზევსის ქანდაკება.
თავიდან ებრაელები ითმენდნენ და ცდილობდნენ შეგუებოდნენ ახალ პირობებს, მაგრამ როდესაც მტრისგან წნეხი გაიზარდა, მონობა აუტანელი გახდა. ჩვ.წ.აღ 167 წელს ქალაქ მოდინში არსებული წესრიგის წინააღმდეგ წამოდგა მღვდელი ხასმონევ–მატიტაგუს გვარიდან. მას მხარში ამოუდგნენ 5 ვაჟიშვილი. საფრთხის მიუხედავად, მათი რაზმის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და მათ შეძლეს წინ აღდგომოდნენ სირიელების პროფესიონალურ ჯარს. მატიტაგუს გარდაიცვალების შემდეგ ამბოხებას წაუძღვა მისი მესამე ვაჟიშვილი იეგუდა, მაკაბელად წოდებული, უფრო ზუსტად მაკაბი. “მაკაბი” ივრითულიდან ნიშნავს “ურო, ჩაქუჩი”, ასევე არის აბრევიატურა ამბოხებულების საბრძოლო მოწოდების “მი კამოხა ბაელიმ, გაშემ?” (ვინ არის შენი მსგავსი, უზენაესო?” (გამოს 15:11)
მიუხედავად იმისა, რომ სირიელების ძალა ბევრად აღემატებოდა ებრაელების ძალას, როგორც რიცხობრივად ისე ხარისხით, 3 წლის შემდეგ ამბოხებულებმა დაამარცხეს სირიელები და დაიბრუნეს ტაძარი. ეს მოხდა ჩვ.წ.აღ 164 წელს.
თალმუდური ტრადიციის მიხედვით განთავიუსფლებულ ტაძარში შესულებს, იქ არსებული სასანთლის-მენორას- ზეთის მთელი მარაგი წაბილწული, დახვდათ, თუმცა ღვთისმსახურების დროს მისი ანთება აუცილებელი იყო. ბევრი ძებნის შემდეგ იყო ნაპოვნი ერთადერთი წაუბილწავი ძეთის ჭურჭელი, რომელიც მღვდელმთავრის ბეჭდით იყო დაბეჭდილი. ეს ზეთი მხოლოდ ერთი დღე ეყოფოდა მენორას, მაგრამ მაკაბელებმა აანთეს იგი და სასწაულებრივად ენთო 8 დღე.
მომდევნო წლიდან ეს დღეები საზეიმიდ აღინიშნებოდა, ასევე დდადგენილ იქნა ის ლოცვები და თეილიმები, რომლებიც ამ პერიოდში ჰაშემის სადიდებლად უნდა წაკითხულიყო.
ამგვარად, ტაძრისა და სამსხვერპლოს განწმენდის სამახსოვროდ იყო დაარსებული სწორედ განახლების დღესასწაული (იოან 10:22) რომელიც გრძელდება 8 დღეს და ეწოდება “ხანუქა“, მეორენაირად ,,დავისვენეთ მტრებისაგან ქისლევის 25-ში“. მას ასევე ,,ხაგ ურიმ“- ,,ცეცხლების დღესასწაულს“ უწოდებენ.
წელს ხანუქა 24 დეკემბერს დაიწყო და დღეს, 31 დეკემბერს სრულდება. სადღესასწაულო მსახურება აღევლინა თბილისის მთავარ სინაგოგაში. უკვე წლებია „მტერზე გამარჯვებისა და ტაძრის გაწმენდის“ დღესასწაული საქართველოში საზეიმოდ აღინიშნება. ტრადიციულად რვა დღის განმავლობაში სასანთლეზე-რვაქიმიან მენორაზე თითო სანთელი ინთება.
სოფიკო ნინიკაშვილი