,,წელიწადში 600 ადამიანზე მეტი იღუპება ავტოავარიებით საქართველოში. ფაქტობრივად, ერთი სოფელი ყოველწლიურად ჩვენ თვალწინ უაზროდ ქრება და მათ შორის შეიძლება იყოს ჩვენი ახლობელი ხალხიც.
აღარ შეიძლება ასე გაგრძელება, სერიოზული და რადიკალური ცვლილებებია ამ კუთხით საჭირო ხელისუფლების მხრიდან.
ვითხოვთ, რომ ნასვამზე მართვაზე დაფიქსირების პირველ შემთხვევაზე, მართვის მოწმობის ჩამორთმევასთან ერთად, იყოს ერთ-წლიანი ციხე ან ერთ-წლიანი იძულებითი გამოსასწორებელი სამუშაო,”- ასეთი პეტიცია ქვეყნდება საიტზე www.change.org.
იმ შემთხვევაში, თუკი გსურთ მხარი დაუჭიროთ ამ ინიციატივას, ხმის მიცემა შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ:
http://bit.ly/2kwlseM