• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ნანა ჩაჩუა: “ყველა, ვისაც ასეთი აგრესია აქვს, მან ბავშვობაში გადაიტანა შეურაცხყოფები”

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ნანა ჩაჩუა: “ყველა, ვისაც ასეთი აგრესია აქვს, მან  ბავშვობაში გადაიტანა შეურაცხყოფები”
25
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ნანა ჩაჩუა

საქართველოში,  წინასაარჩევნო დაძაბულ ატმოსფეროზე, საზოგადოებაში არსებულ  შიშსა და ფსიქოლოგიური განწყობის მიზეზებზე “ფოსტალიონს” ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ესაუბრა.

ქალბატონო ნანა,  საუბარში აღნიშნეთ, რომ ტელევიზორს საერთოდ აღარ რთავთ, რა არის ამის მიზეზი?

– 2 წელი იქნება, რაც მე საერთოდ აღარ ვუყურებ ტელევიზორს.  არ აქვს მნიშვნელობა, რომელი არხებია  BBC, CNN, თუ ქართული არხები. ხელწერა ყველგან ერთია, ისეთი უნდობლობა მაქვს  მათ მიმართ, რომ ამ გადაცემების შინაარსში მე ჭეშმარიტების ამოცნობა მიჭირს, რადგან ერთია რეალობა, მეორე კი მისი ინტერპრეტაცია.

მაგრამ თქვენისთანა ადამიანს არ უნდა გაუჭირდეს მოწოდებულ ინფორმაციაში ტყუილ-მართალის გარჩევა. გულგატეხილობის მიზეზი რამე სხვა ხომ არ არის?

– არა, არა. უბრალოდ დრო რატომ უნდა დავკარგო? შიგადაშიგ, ინფორმაციის მისაღებად ინტერნეტიც მყოფნის. მე შემიძლია  გავარჩიო ერთმანეთისგან შავი და თეთრი, მაგრამ მედია მე სხვა რეალობას მიქმნის და ცდილობს, თავისი საქმე გამაკეთებინოს. რაც შეეხება არასაინფორმაციო ნაწილს, ის შოუებიც უმეტეს შემთხვევაში პოლიტიკური შოუებია.  როცა ადამიანის ცნობიერებაზე მიზანმიმართულად მუშაობ ღიმილით, სიცილით , ეს ცნობიერებაზე ძალადობაა, რასაც აკეთებს ქართული ტელევიზიების აბსოლუტური უმრავლესობა.

ალბათ იცით, როგორი დაძაბული განწყობაა ხალხში არჩევნების წინ. ამ თემაზე მაინტერესებს თქვნი, როგორც ფსიქოლოგის მოსაზრება.

– ასეთი მშვიდი წინასაარჩევნო გარემო არასოდეს ყოფილა. არავითარი დაძაბულობა საზოგადოებაში.  რომ არა ქვეყნის გარედან წამოსული გარკვეული მუქარები, სრულ იდილიაში წარიმართებოდა არჩევნები. რა თქმა უნდა,  შეიქმნა გარკვეული დაძაბულობა, რომ ეს სიმშვიდე  არ დაგვერღვეს…  ერთია ეკონომიკური შეჭირვება, რომელიც ძალიან რთულია და მძიმეა ადამიანისთვის ნებისმიერ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც,  მაგრამ ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ რომ აღარ ცხოვრობს ქვეყანა ეს ცოტაა? ძალიან ძნელია ფინანსური პრობლემები,  ძალიან ბევრი მაქვს სასაყვედურო ამ ხელისუფლებისადმი, მაგრამ მან ორი რამით დაასაჩუქრა საზოგადოება: ერთი, რომ აღარ არის ფსიქოლოგიური ტერორი და მეორე-აღარ არის ომის მოლოდინი. ყველაფერი ხდება დიპლომატიური, მოლაპარაკებების გზით, არსებული ვითარებებიდან გამომდინარე, საერთაშორისო სიტუაციიდან გამომდინარე. შეიძლება ვიღაცამ ქვა გესროლოს, მაგრამ როგორც სახარებაშია, აიღო და ეს ქვა ასაშენებელი სახლის კუთხის ქვად დადო. ესაა დიპლომატია. ეს აუცილებლად მინდოდა მეთქვა.

თუმცა არის არეულობის მოლოდინი, რაც ცოტა ხნის წინ გავრცელებულმა ფარულმა ჩანაწერებმაც გაამძაფრა. 

– რაც შეეხება მუქარებს, აგრესიულ ტონს და აგრესიულ სიტყვებს, რომელიც იფრქვევა ამ ჩანაწერებში და ზოგადად, ასეთი ადამიანების მიერ,  ეს ყველაფერი გამოწვეულია მათში არსებული შიშით. რადგან იციან, რომ იმისთვის, რაც  მათ გააკეთეს, შეიძლება დაისაჯონ. კოჰაბიტაციამ საქმე ისევ მათ გაურთულა. კოჰაბიტაციამ შეაჩერა მათი დასჯა, მაგრამ ის ხომ არსებობს – ეს შიში…  ამ ხალხში სასჯელის მიღების მოლოდინია. ხომ გახსოვთ,  ყოფილ ჩინოვნიკებს ქუჩაში ფიზიკურად რომ გაუსწორდნენ? რატომ ხდება ეს?  კოლაბორაციონისტებს მე-2 მსოფლიო ომის  შემდეგ რითი გაუსწორდნენ ფრანგები? მათზე ხომ ვერ ვიტყვით, რომ კულტურის მატარებელი ხალხი არაა.  გადაპარსეს თმები და ისე გაუშვეს ქუჩაში.  ნაციონალები კი ხელისუფლებაშიც დარჩნენ, სხვადასხვა ორგანიზაციებშიც და ძალიან ლაღადაც გრძნობდნენ თავს , მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად. შინაგანად სად გაექცევი საკუთარ თავს? ვერსად. დანაშაული ისეთი მძიმე ტვირთია ადამიანისთვის, რომ ნეტავი მას, ვინც ამ დანაშაულის პროპორციულ სასჯელს მიიღებს და ბარი ბარში იქნება და გათავისუფლდება. რომ არ მიიღეს  სასჯელი, ამიტომ მათში დიდი შიშია. ეს  შიში ყველაფერს ათქმევინებს და გააკეთებინებს.

ჩანაწერებში ადამიანები, რომლებსაც საზოგადოება ბრალს სდებს ღირსების შემლახავ ქმედებებში, კვლავ იგივე მეთოდების გამოყენებაზე საუბრობენ – კადაფის ბედი: გაუპატიურება ჯოხით და ა.შ. როგორც ფსიქოლოგი, როგორ ახსნით ამას?

– შიშით.

შეიძლება  ადამიანს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრო, მოკვლითაც კი, მაგრამ რატომ ასეთი გაუკუღმართებული ფანტაზიები?

– რაც უფრო დიდია შიში და რაც უფრო ალოგიკურია დანაშაული და ეწინააღმდეგება მაღალ ღირებულებებს, მით უფრო დესტრუქციული და ადამიანურობის საწინააღმდეგო ფორმებისაა მისი ფანტაზიები და განზრახვა.

თავიდან, როცა დაიწყეს ადამიანების ღირსების შელახვა,  მაშინ ხომ არ ჰქონდათ ადრე ჩადენილი დანაშაულის შიში?

– გაიხსენეთ საკონცენტრაციო ბანაკები და გესტაპოს ჯურღმულები. ფაშიზმი ადამიანში არსებული დესტრუქციულის გამოვლენაა. ის ყოველთვის არის.  რელიგიაში ამას ასე ხსნიან -ეშმაკი ებრძვისო. ყოფით ენაზე ამბობენ-რამ გააცხოველაო. მეცნიერულად კი ეს არის ის, რასაც ამბობდა იუნგი- ყველა ადამიანში არის ჩრდილი, ანუ ბნელი მხარე. ეს შეიძლება იყოს დასწავლილი აგრესია, ფლუსტრირებული აგრესია.

ეს რას ნიშნავს?

– ანუ ბავშვობაში სხვებისგან იღებდა აგრესიას, ფლუსტრირებული კი იმას ნიშნავს, რომ ის გარედან მიღებულ დამამცირებელ ქმედებებს ვერ პასუხობდა. ან ჰქონდა სხვა მოლოდინი და ეს მოლოდინი ნეგატივით დასრულდა. ეგზიუპერს გავიმეორებ-ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. არის ფსიქოლოგიაში მიმდინარეობები, რომლებიც პირდაპირ ამტკიცებენ, რომ მთელი ჩვენი განცდების საფუძველი ჩვენს ბავშვობაში, დაახლოებით 6-7 წლამდეა მომზადებული. ამას ქვია რეპრესირებული განცდები. ყველა, ვისაც ასეთი აგრესია აქვს, მან  ბავშვობაში გადაიტანა შეურაცხყოფები, დამცირებები და არ ეყო ძალა, რომ საკუთარი ცხოვრება საკუთარი თავისთვის გაემხილა, ეღიარებინა.

შეგიძლიათ რამდენიმე ადამიანის პატარა ფსიქოპორტრეტი გაგვიკეთოთ?

– არ შეიძლება. თუ რომელიმე ფსიქოლოგმა ეს გააკეთა, უთხარით, რომ ის არ არის ფსიქოლოგი.  ამის უფლება ფსიქოლოგს არ აქვს, რადგან არ არსებობს ჩარჩო. მე თუ ადამიანს გარეწარს ვუწოდებ, ეს ზნეობრივი შეფასება იქნება , მაგრამ სხვა სახის შეფასების უფლება ფსიქოლოგს არ აქვს. მან მხოლოდ უნდა ახსნას, რატომ არის ადამიანი ასეთი. ამიტომაც არ ვარგა ფსიქოლოგი მსაჯულად.

ფსიქოლოგს შეუძლია ასეთი ადამიანის დახმარება?

– კი, როგორ არა.

მომხრეებზე მაინტერესებს თქვენი აზრი. ერთია, როდესაც ადამიანი თვითონ იჩენს სისასტიკეს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც არავის არაფერს უშავებენ და პირიქით, ძალიან  კარგები არიან ურთიერთობაში, მაგრამ მოსწონთ და ემხრობიან სასტიკ ადამიანებს. 

– მათ რომ შესაძლებლობა მიეცეთ, იგივეს გააკეთებენ. თუმცა ასევე არის სხვა კატეგორიაც, ადამინები, რომლებსაც  მოძალადის შიში სიყვარულში გადასდით. ეს სტოკჰოლმის სინდრომია.

დიახ ასეთებზე გკითხეთ ზუსტად. მე ვიცნობ ადამიანს, შეძლებულ ქალს, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს, შვილი არაფრის გამო დაუჭირეს და მისი თავისუფლების სანაცვლოდ ყველაფერი წაართვეს. ეს ქალი დღეს ნაციონალების მომხრეა. 2012 წელს, ზუგდიდში არჩევნებზე ნაციონალებს ეხმარებოდა 79 წლის კაცი , რომელიც  მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს, რომ ერთ-ერთ ზუგდიდელ მაღალჩინოსანს ძველი ვალის დაბრუნება მოთხოვა.   არჩევნების წინ გამოუშვეს, კარდაკარ დადიოდა და მთელი სოფელი მოაგებინა. 

– ეს არის მოძალადის შიში.  სადო-მაზოხისტური სიყვარული  -სტოკჰოლმის სინდრომი.   კოტე ჩიქობავა წალენჯიხაში უჭკვიანესი ფსიქოლოგია. ცოტა ხნის წინ ვესაუბრე, ვკითხე , რა ხდება ზუგდიდში მეთქი. იხუმრა- ჩვენ წალნჯიხელები ლოზუნგს ვწერთო- თუ ზუგდიდი სანდრა რულოვსს აირჩევს, ჩვენ ზუგდიდიდან აღარ ვივლით, ჩხოროწყუდან ვივლითო.

ეს მართლაც უცნაური ფენომენია. ზუგდიდში, სადაც კასრებში აღმოჩენილი ფირებია გადაღებული,  სადაც რეჟიმი ყველაზე სასტიკად ექცეოდა ხალხს, დღეს ყველაზე მეტი მომხრე ყავს.

– ბავშვებს აქვთ კლასში ასეთი ჩვევა-სუსტი ბავშვი ცდილობს ყველაზე ძლიერთან, უზრდელთან, თავხედთან იამხანაგოს. და ეს სუსტი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მასთან ერთად არის, რადგან არსებობს მოძალადის   შიში.  ის ადამიანები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არიან ან ფსიქოლოგიურად სუსტები, ან ძალადობის მსურველები.

ღირსება?

– რომელი ღირსება, სად არის ასეთ დროს ღირსება…

წყარო: postalioni.com

Share10Tweet6

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

სამეგრელოში 16 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

სამეგრელოში 16 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

1 year ago
გიორგი გაბუნია 2 თვე გადაცემებს აღარ წაიყვანს

გიორგი გაბუნია 2 თვე გადაცემებს აღარ წაიყვანს

7 years ago
შემაშფოთებელი კვლევა – რამდენად ჯანსაღია სასმელი წყალი?

შემაშფოთებელი კვლევა – რამდენად ჯანსაღია სასმელი წყალი?

7 years ago
საქართველოს მილების ინდუსტრიის მდგრადობა: უხარისხო პროდუქტის გამოწვევები და ეფექტური გამოსავლის გზები

საქართველოს მილების ინდუსტრიის მდგრადობა: უხარისხო პროდუქტის გამოწვევები და ეფექტური გამოსავლის გზები

2 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by