ტელეკომპანია „რუსთავი 2“ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს გეგმავს, ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენი მთავარი გეგმა არის საპროტესტო აქციები, სადაც ჩვენ მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ, პროდასავლურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას და საქართველოს მოქალაქეებს. ეს არის კოლექტივთან ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილება და მე მათ პოზიციას ვახმოვანებ. იქნება ეს ბარიკადები თუ რა მოთხოვნები იქნება, ამ წუთში უცნობია. ჩვენ ვგეგმავთ ძალიან დიდ საპროტესტო აქციას, სადაც იქნებიან ასევე პოლიტიკური ორგანიზაციები და უნდა გვესმოდეს, იქ, სადაც არიან პოლიტიკური ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, პროცესების გაგრძელება, სავარაუდოდ, იქნება პოლიტიკური. ჩვენი აქცია არის მხოლოდ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული, მაგრამ როგორ გადაწყვეტენ საპროტესტო მუხტის გამოყენებას პოლიტიკური პარტიები, ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

(Visited 52 times, 1 visits today)

კომენტარები