“რუსეთის ხელისუფლების ეს ქმედება მიმართულია ამ ტერიტორიების მილიტარიზაციისკენ და ოკუპაციის პროცესის გაგრძელებისკენ”. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტელეკომპანია “იმედზე”, გადაცემა “ქრონიკის” ეთერში ისაუბრა.
“2008 წლის აგრესიის შემდეგ რუსეთის სამხედრო შენაერთები არის განთავსებული საქართველოს ტერიტორიაზე, 20 % არის ოკუპირებული და 2008 წელს ორ ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის საელჩოები გაიხსნა. სამწუხაროდ 2008-დან 2012 წლამდე, როდესაც მხოლოდ საქართველოს მიმართ არსებობდა ასეთი აგრესია, ვერ ვნახეთ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებული პოზიცია, რომელიც რუსეთს ნაბიჯს უკან გადაადგმევინებდა.
რუსეთმა ამ პერიოდში მოახერხა, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები 5 სახელმწიფოს მიერ აღიარებული ყოფილიყო. ჩვენი მიზანი იყო,რომ გაერო-ს, ევროსაბჭოს და ეუთო-ს ფარგლებში მიღებული ყოფილიყო შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეზოლუციები კონფლიქტთან დაკავშირებით, ჩვენ ამას მივაღწიეთ.ეუთოში მიიღეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება, სადაც დაგმობილია რუსეთის ყველა ქმედება.
დროა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებმა გაიგონ,რომ რუსეთის ფედერაცია ახერხებს მხოლოდ ერთს, რომ ჩავიდეს იქ საგარეო საქმეთა მინისტრი და აჩვენოს, რომ თითქოს იქ რუსეთის ფედერაცია მათ საერთაშორისო მასშტაბით მხარს დაუჭერს.საერთაშორისო საზოგადოება მობილიზებულია,რომ არ მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია” , – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მანანა ღოღობერიძე