“მომავალი თაობა სწორ კვებას უნდა შევაჩვიოთ. ცალსახად ხაჭაპურის, ლობიანის აკრძალვა შესაძლოა არ მოხდეს, მაგრამ საჭიროა ზომიერება”. ამის შესახებ განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა, მარინა დარახველიძემ “ტვ პირველზე”, გადაცემა “დიანა ტრაპაიძის დღის ამბების” ეთერში ისაუბრა.
“იმ სივრცეში, სადაც ბავშვები ერთმანეთს უყურებენ როგორ იკვებებიან, მნიშვნელობა აქვს, რომ მის გვერდით მისი თანატოლი სწორად იკვებება. ყბადაღებული ჩიფსების და კოკაკოლის გარდა არ არის რეკომენდირებული კრემიანი ნამცხვრები, კონსერვირებული პროდუქტები, სოკო, ჭარბი მარილის და შაქრის შემცველი პროდუქტები.
რეკომენდირებულია ბოსტნეული, ხილი, ცილის შემცველი პროდუქტები. ასევე არ არის რეკომენდირებული საკვებს დააყოლონ საღეჭი რეზინა. სასმელი წყალი რაც შეიძლება დაბალ ფასად და სასურველია უფასოდ მიეწოდებოდეს ბავშვებს. ბავშვს შესვენებების დროს უნდა ჰქონდეს საკმარისი დრო, რომ შეძლოს საკვების რაციონის მიღება” , – განაცხადა მარინა დარახველიძემ.
მანანა ღოღობერიძე