საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პარტიამ არჩევნებში საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მარკონის პარტიამ “წინ რესპუბლიკა”-მ 577-მანდატიან პარლამენტში 355-დან 425-მდე ადგილი აიღო.
“რესპუბლიკელები” პარლამენტში 125 ადგილს აიღებენ, ხოლო სოციალისტები 49-ს. მარინ ლე პენის “ნაციონალურმა ფრონტმა” ამ ეტაპისთვის მხოლოდ 8 ადგილის მოპოვება შეძლო.