ბოლო რაკეტის შესახებ ცნობილი, რომელიც ჩრდილოეთ კორეამ გამოსცადა 4 ივლისს გახდა. ჩრდილოეთ კორეის ადგილობრივი მედიასაშუალებებმა ახალ ამბებში საკონტინენტშორისო რაკეტის გაშვებასთან დაკავშირებით ვრცელი სიუჟეტი მოამზადეს. როგორც სიუჟეტში ნათქვამია, რაკეტის ფრენის დრო 40 წთ იყო, ფრენისას რაკეტამ 900 კმ მანძილი დაფარა და ბოლოს იაპონიის ზღვაში ჩავარდა.
როგორც ცნობილია, კიმ ჩენ ინმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც აშშ-მ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე საათში ჩრდილოეთ კორეამაც გაუშვა საკონტინენტშორისო რაკეტა.
როგორც უკვე აღინიშნა, რაკეტა იაპონიის ზღვაში ჩავარდა, თუმცა ამერიკელი სამხედრო ექსპერტების თქმით, ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული რაკეტის ფრენის მაჩვენებელი გაზრდილია და არის შანსი,რომ კიმ ჩენ ინის სურვილის შემთხვევაში რაკეტამ ალიასკაშიც ჩააღწიოს.
ბუნებრივია, ამერიკელი სამხედროების ამ განცხადებას გამოეხმაურნენ შტატებშიც.
“მკაფიო და ცხადი სამხედრო ესკალაცია“, – ასე უწოდა გაეროში აშშ–ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ ჩრდილოეთ კორეის მიერ საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოცდის ფაქტს.
ჰეილიმ ასევე გააფრთხილა ჩინეთი და სხვა აზრიური ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ ჩრდილოეთ კორეას, რომ მათი სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს თუ არ შეწყვეტენ კიმ ჩენ ინის რეჟიმისთვის დახმარების გაწევას.
ჰეილის თქმით, აშშ მზად არის საფრთხის არსებობის შემთხვევაში საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოიყენოს ქვეყნისა და მოკავშირეების დასაცავად. მისი თქმით, ერთ-ერთ შესაძლებლობად სამხედრო ძალის გამოყენებაც განიხილება.
“თუ საჭირო გახდება სამხედრო ძალას გამოვიყენებთ მაგრამ გვირჩევნია მოვლენები ამ მიმართულებით არ განვითარდეს“, – თქვა ჰეილიმ.
ნათია კეკენაძე