The Tbilisi Times-ი წარმოგიდგენთ თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატს, კახა კალაძეს. კიდევ სამი კანდიდატის შესახებ ინფორმაციას, ჩვენს მკითხველს პერიოდულად მივაწვდით.
კახა კალაძე, მმართველმა გუნდმა, ქართულმა ოცნებამ, თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა. ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი 2017 წლის თვითმართველობის არჩევნებზე იყრის კენჭს.
კახა კალაძე პროფესიით ისტორიკოსია. 2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, თუმცა მისი კარიერა 11 წლის ასაკში ფეხბურთიდან იწყება. ხანგრძლივი და საკმაოდ წარმატებული საფეხბურთო კარიერის შემდეგ, კალაძე აქტიურდ ჩაება ქართულ პოლიტიკაში. ყოფილი ენერგეტიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერს და დღეს უკვე თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
კახა კალაძე:
დაბადების თარიღი 1978 წელი, 27 თებერვალი
დაბადების ადგილი საქართველო, ქალაქი სამტრედია
სამუშაო გამოცდილება
2013 წლიდან – დღემდე – პარტია ქართული ოცნების გენერალური მდივანი
2012 წლიდან – 2017 წლის 6 ივლისამდე – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე-პრემიერი
2008 წლიდან – 2012 წლამდე – ,,პროგრეს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
2008 წლიდან – საქველმოქმედო ფონდის „კალა ფონდის“ დამფუძნებელი
2007 წლიდან – საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი „კალა კაპიტალის“ დამფუძნებელი
სპორტული კარიერა
2010-2012 წლები – კლუბი „ჯენოა“
2001-2010 წლები – კლუბი „მილანი“
1998-2001 წლები – კლუბი „დინმო კიევი“
1996-2012 წლები – საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა
1993 წელი – კლუბი „დინამო თბილისი“
განათლება
2000წ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი
ჯილდოები
მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
ენები
იტალიური, რუსული, ინგლისური
ოჯახური მდგომარეობა
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი წინასაარჩევნო კამპანია. თბილისის მერობის კანდიდატად კალაძე ოფიციალურად პრემიერმა კვირიკაშვილმა წარადგინა, რომელმაც განაცხადა: “სადაც იყო კახი კალაძე, იქ ყოველთვის იყო წარმატება და გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება მომავალშიც“.
მაგდა ბატიაშვილი