ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი გამოჩნდა, რომელიც საათებს, ხელჩანთებსა და ქამარჩანთებს ამზადებს. „ქამარჩანთები“- მოდად ქცეული ჩანთების ბიზნესია, რომელმაც ქართველი მომხმარებლების გული ადვილად დაიპყრო. „აბარა“ ქართველ მომხმარებელს განსხვავებული დიზაინისა და ხარისხის „ქამარჩანთებს“ სთავაზობს. „თბილისი თაიმსს“ ბრენდის დაარსებისა და სამომავლო გეგმების შესახებ კომპანიის დამფუძნებლები რუსუდან ქაქუთია და ეკატერინე სვირავა ესაუბრნენ.
მოგვიყევით თქვენზე, რამდენი ხანია რაც არსებობთ?
– ჩვენ ვართ ”აბარა”. იდეა გაჩნდა დაახლოებით ორი თვის წინ, როდესაც პირველად ჩაისახა კონცეფცია თუ რა უნდოდა ”აბარას” და რას მისცემდა იგი ხალხს, ასევე რას მიიღებდა ხალხი როგორც საზოგადოება ჩვენგან. ჩვენი მიზანია ადამიანებს მივცეთ კიდევ ერთი ვარიაცია სიტყვის და აზრის თავისუფლების.
რა სახის ნივთებს ამზადებთ და ხელნაკეთია თუ არა თითოეული მათგანი?
– ”აბარა” წარმოადგენს ხელნაკეთი და ინდუსტრიული ტექნოლოგიებით შექმნილი პროდუქციის ნაზავს. ამ ეტაპზე ვმუშაობთ სამი მიმართულებით, ვამზადებთ კედლის საათებს, ხელჩანთებს და ქამარჩანთებს. აქვე აღვნიშნავთ რომ ჩვენი ნამუშევრები არის სახელოსნო ”Little Room” – თან თანამშრომლობის შედეგი. ”აბარას” თითოეული ქმნილება არის როგორც ჩვენი ასევე თითოეული მომხმარებლის მესიჯი ყველას და ერთმანეთს.
კონკრეტულად „ქამარჩანთებზე“ რომ გვიამბო საიდან გაგიჩნდათ მათი დამზადების იდეა?
– ქმარჩანთა არსებობდა არსებობს და იარსებებს. იდეა გავიზიარეთ, იმიტომ რომ მოქნილია, გვმატებს თავისუფლებას და კომფორტს…
რამდენად მოთხოვნადია „ქამარჩანთები“ ბაზარზე და როგორია ფასები?
– ჩვენს ხანმოკლე გამოცდილებაზე დაყრდნობით ქამარჩანთა აქტუალური და მოთხოვნადი პროდუქტია. ”აბარა” არის ხარისხისა და ფასის სინთეზი კერძოდ, ქამარჩანთის ფასი არის 35-ლარი. ხელჩანთების ფასი 10-დან 15-ლარამდე მერყეობს, ხოლო კედლის საათების ფასი 20-25 ლარია.ვფიქრობთ ჩვენს კონკურენტუნარიანობას მომხმარებელი და დრო განსაზღვრავს.
სად შეიძლება თქვენი ნივთების შეძენა?
– გვიპოვნით facebook-ის მეშვეობით facebook/აბარა • abara რომლის საშუალებითაც ჯერ-ჯერობით ვემსახურებით მომხმარებელს.
მარიამ ლეკიაშვილი