ამ წუთებში გიორგი კვირიკაშვილის და მაიკ პენსის ერთობლივი პრესკონფერენცია მიმდინარეობ. საქართველოს პრემიერმინისტრმა აშშ-ს ვიცეპრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა თანამშრომლობას თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში.

პრემიერის განცხადებით, შეერთებული შტატების დახმარებით “საქართველო დღეს აღარ არის არც საბჭოური და არც პოსტსაბჭოური ქვეყანა”.

“თქვენი დახმარების შედეგად საქართველო დღეს აღარ არის არც საბჭოური და არც პოსტსაბჭოური ქვეყანა. დღეს ჩვენ ევროკავშირთან ასოცირებული ევროპული დემოკრატია ვართ, ასევე ჩვენ ამაყად ვდგავართ ამერიკელებთან ერთად გლობალური უსაფრთხოების სადარაჯოზე და ჩვენი კონტრიბუცია შეგვაქვს რეგიონული სტაბილურობის პროცესში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა მაიკ პენსს მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოცხადებულ უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერად შეაფასა.

(Visited 17 times, 1 visits today)

კომენტარები