წლების წინ დაწყებული მშნებელობა დასასრულს მიუახლოვდა. 2017 წლის 11 ნოემბერს საზოგადოებისთვის აბუ-დაბის ლუვრი უკვე ღია იქნება.
გაერთიანებულმა არაბულმა საამიროებმა, ნავთობით მდიდარმა ქვეყანამ მუზეუმისგან ეს სახელი ნახევარ მილიარდ დოლარად 2006 წელს იყიდა, მშენებლობა 2007 წელს დაიწყო, მაშინ დაანონსებული მუზეუმი 2012 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში მუზეუმის გახსნის პროცესი 5 წლით გადაიდო.
აბუ-დაბის ლუვრი სპარსეთის ყურეში არსებულ კუნძლზე „საადიათზე“ ,მდებარეობს, სახელი ითარგმნება,როგორც „ბედნიერების კუნძული“ და კუნძულის ფუნქციური დატვირთის თვალსაზრისით, საამიროებს საინტერესო გეგმა აქვთ. მათ სურთ კუნძულზე შექმნან მაღალი დონის კულტურული არეალი, გალეერეებით, საკონცერტო დარბაზით, წყალქვეშა სასტუმროებითა და რაც მთავარია მუზეუმებით. მათ შორის, განსაკუთრებული და ცენტრალური ადგილი სწორედ ლუვრს უკავია.
როგორც CNN-ს აბუ დაბის ტურიზმისა და კულტურის მინისტრმა მუჰამედ ხალიფა ალ მუბარაქმა განუცხადა, „აბუ-დაბის ლუვრი ის უნიკალური და უნივერსალური მუზეუმია,რომელზეც სხვადასხვა კულტურის, ეროვნების, განსხვავებული რელიგიების ხალხები საუკუნეების განმავლობაში ისაუბრებენ“.
მუზეუმში განთავსებულია 23 საგამოფენო დარბაზი, სადაც განთავსებული იქნება არაბული და აზიური კულტურის ამსახველი ექსპონატები. თითო მათგანში 600-მდე ექპონატი. გახსნისას მუზეუმი უმასპინძლებს პარიზის ლუვრის, აშშ-ს ამერიკული ხელოვნების მუზეუმის დროებით გამოფენებს.
ნათია კეკენაძე