• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გერმანიის პრეზიდენტის ნაკლები პოლიტიკური გავლენა და მეტი სიმბოლური მნიშვნელობა

12 years ago
in ანალიტიკა, მთავარი მოვლენები, მსოფლიო
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

Bundespräsident Gauck empfängt Amtskollegen

გერმანია საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინშია. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების სავარაუდო თარიღამდე დიდი დროა, ქვეყანაში მზადება უკვე დაიწყეს. გაურკვეველია ზუსტად ამჟამინდელი პრეზიდენტის გადაწყვეტილება  მეორე საპრეზიდენტო დროსთან დაკავშირებით. ევროპაში კი გერმანიის, როგორც ევროპის და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის სახელმწიფო მმართველობის სისტემაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ აშინებთ, რადგან ქვეყანას უკვე აქვს საგარეო პოლიტიკური კურსი და შედეგები ამ კურსს ვერ შეცვლის, ეს კი გერმანიის, როგორც მყარი ფედერაციული რესპუბლიკის ერთ-ერთი მახასიათებელია. ცივი ომის დასრულებისთანავე, ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების პირობებში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკად არსებობას ეჭვქვეშ აყენებდნენ. მიზეზი კი მისი ტერიტორიული სიმცირე იყო, სხვა დიდ ფედერაციულ სახელმწიფოებთან შედარებით. თუმცა, გერმანული ფედერალიზმი, როგორც კრისტიან ვულფმა, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა „ფორბსთან“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, ნაკლებად არის გეოგრაფიული მოვლენა, ის უფრო ცენტრალურ ხელისუფლებაზე მუდმივი კონტროლის, ზედამხედველობის საშუალებაა.

German-Flag-Wallpaper-Fly

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოკავშირეებმა საზღვრები გაავლეს ისტორიულ–გეოგრაფიულ რეგიონებს შორის და ასე ჩამოაყალიბეს გერმანიის ფედერაციული ერთეულები – მიწები.

გერმანიის ტერიტორიული კომპაქტურობა, ერთი შეხედვით, გამორიცხავს რეგიონულ მრავალფეროვნებას. მიუხედავად ამისა მკვეთრი განსხვავებები მათ ტრადიციებში, ჩვეულებებში და რაც ყოველთვის აშინებდათ მეზობელ ქვეყნებს პოლიტიკურ სიმპატიებში, – მაინც თვალშისაცემია.

10722858_847075881990356_2047145614_o

თუმცა, გერმანიის სახელმწიფო მოწყობა უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები შეთანხმებულად მიჰყვებიან მკაცრად განსაზღვრულ გეგმას. უწყებები უფლება-მოვალეობებს თანაბრად, დაპირისპირებების გარეშე ინაწიელებენ. შესაბამისად, ქვეყნის მოწესრიგებული საშინაო პოლიტიკა მოსახლეობის პოლიტიკური კულტურის მაჩვენებლებს ზრდის. ექს-პრეზიდენტმა, იოჰანეს რაუმ სახელმწიფოს ამ პოლიტიკურ წყობას „გერმანული ჰარმონიულობა“ უწოდა. ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით ფედერაციულ მიწებს გარანტირებული აქვს უმაღლესი თვითმმართველობის განხორციელების საშუალება. ძირითადი კანონი მათ შესაძლებლობას აძლევს 4–5 წელიწადში ერთხელ აირჩიონ საკუთარი საკანონმდებლო ორგანოები ლანდტაგები, რომლებიც თავის მხრივ ადგენენ და ამტკიცებენ რეგიონალურ მთავრობას და ირჩევენ მის მეთაურს მინისტრს და პრეზიდენტს.

ადგილობრივი ხელისუფლებების უფლებამოსილება, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში  კანონების მიღება განათლებისა და კულტურის სფეროებში, ფედერალურ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების ადგილზე გატარება – ფედერალურ კანონთა აღსრულება და საპოლიციო ხელისუფლების განხორციელებაა.

Gauck soll neuer Bundespräsident werden

ამ ქვეყანაში არსებული საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი მსოფლიოს სხვა ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. თუმცა, ტრანსფორმაციის პერიოდში, ამ ქვეყნებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ხშირ შემთხვევაში რთულად აღსაქმელი და მიუღებელი ხდება პრეზიდენტის უკანა პლანზე გადაწევა. ექსპერტების აზრით, მსგავსი სახესხვაობა გამოწვეულია რეგიონული პოლიტიკური კულტურით, ვინაიდან ეს უკანასკნელი ყველა სახელმწიფოს შიგნით განსხვავებულია. რაც შეეხება გერმანიას, იგი გახლავთ ძლიერი საპარლამენტო რესპუბლიკა დანაწევრებული აღმასრულებელი ხელისუფლებით. მთავარი სამთავრობო პერსონა კანცლერია, რომელსაც პარლამეტის უმსხვილესი ფრაქცია ან კოალიცია წარადგენს და ირჩევს. კანცლერის მოვალეობას 2005 წლიდან დღემდე ქრისტიან-დემოკრატი, ანგელა მერკელი ასრულებს. დღეს კი გერმანია-მერკელთან ასოცირდება.  კანცლერი პარლამენტის თანხმობით ნიშნავს და ათავისუფლებს მთავრობის წევრებს. მთავრობა 15 ფედერალური მინისტრსაგან შედგება. პრემიერი ერთ–ერთ მინისტრს ანიჭებს ვიცე–კანცლერის უფლებამოსილებას, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების მეორე პირი ხდება.

ამჟამად, ვიცე კანცლერის თანამდებობა უკავია თავისუფალი დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს, ეკონომიკისა და ტექნოლოგიების ფედერალურ მინისტრს, ფილიპ როსლერს, რომელსაც პრეზიდენტზე მეტი ვალდებულებებ აქვს ქვეყანაში. საგულისხმოა, რომ ის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია.

10723462_847075781990366_1360210738_n

სახელმწიფო მეთაური, ბუნდეს პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პირველი პირია, თუმცა ნაკლები პოლიტიკური გავლენით და მეტი სიმბოლური მნიშვნელობით. ქვეყანას იგი ბელევიუს სასახლიდან მართავს, ის წარმოადგენს გერმანიას საერთაშორისო ურთიერთობებში. მისი კომპეტენციის ფარგლებში შედის აგრეთვე საშინაო პოლიტიკის საკითხები, როგორიც არის – ფორმალური მხარდაჭერა საკანონმდებლო აქტების მიღებისას, მთავრობების, მინისტრების, მოსამართლეების და სხვათა დანიშვნა და პარლამენტის დათხოვნის და ახალი არჩევნების დანიშვნის პრეროგატივა. მას გერმანიის ერთ-ერთი  საკონსტიტუციო ორგანო – ფედერალური კრება ირჩევს, რომლის შემადგენლობაში შედიან ბუნდესტაგის, გერმანიის მთავრობისა და მიწათა წარმომადგენლები. ფედერალური კრების ერთადერთი ფუნქცია პრეზიდენტის არჩევაა. ამ კრებაზე კი ბუნდესკანცლერის გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

71319

საინტერესოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად მერკელის წონადობისა ქვეყნის საგარეო-საშინაო პოლიტიკაში, პრეზიდენტი გაუკი მოსახლეობაში სიმპათიებით სარგებლობს. მოსწონთ მისი პიროვნული თვისებები ამასთანავე, ის არის  გერმანიის რესპუბლიკის ისტორიაში, პირველი პრეზიდენტი, რომელსაც სრულყოფილად დაბალანსებული ურთიერთობა აქვს სახელმწიფოს მართვის სხვა ორგანოებთან. გაუკის მმართველობის ვადის პირველი ნახევარი უკვე მიიწურა, მომდევნო ადმინისტრაციული ორგანოს არჩევნები კი, დაახლოებით ორწელიწადნახევრის შემდეგ 2017 წელს გაიმართება.

news_10159

SPIEGEL – ის ცნობით კი, იოაჰიმ გაუკს საკუთარი მმართველობის ვადის გახანგრძლივება სურს. თუმცა, დანამდვილებით წარადგენს თუ არა ის თავის კანდიდატურას უცნობია, რადგან პრეზიდენტს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს, მას დიდხანს დგომა და სიარული უჭირს.  იმ შემთხვევაში თუ ის მეორე ვადით აირჩიეს, გაუკი  77 წლის იქნება და თავის წინამორბედებს – თეოდორ ჰოისს, ჰაინრიხ ლიუბკეს და რიჰარდ ფონ ვაიცზექერს გაუსწრებს,  რომლებიც თანამდებობის დასასრულს ასაკით გაუკს ჩამოუვარდებოდნენ.  ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად,  სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებმა გაუკის მეორედ, ხუთი წლის ვადით გაპრეზიდენტებას მხარი დაუჭირეს. სექტემბრის თვის ბოლო კვირის გამოკითხვებით კი  დადგინდა, რომ იგივე სურს გერმანიის მოსახლეობის 54%-ს. 

გაუკმა ხელისუფლება 2012 წლის 18 მარტს, ძლიერი კონკურენციის პირობებში ჩაიბარა. საეჭვოა, ვინმეს ამხელა სხვაობით ჰორსტ კოლერისა და ქრისტიან ვულფისთვის მოეგო. მმართველობის პირველი ნახევრის განმავლობაში, მან არაერთი გაბედული ნაბიჯით დაგვამახსოვრა თავი.  ყველაზე დიდი მოწონება კი დაიმსახურა მაშინ, როდესაც თურქეთის  უმაღლესი ხელისუფალი – რეჯიბ ტაიპ ერდოღანი მკაცრად გააკრიტიკა.

წყარო : spiegel.de

ნათია კეკენაძე

გიორგი მიქანაძე

02.10.14

მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ წყაროში მიუთითოთ მასალის სრული ელექტრონული მისამართი (link address)

Share1Tweet1

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
ახალი ამბები

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა
ახალი ამბები

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი
ახალი ამბები

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026

საინტერესო

საქართველოში დასაქმებისას უპირატესობა კაცებს  ენიჭებათ

საქართველოში დასაქმებისას უპირატესობა კაცებს ენიჭებათ

8 years ago
მიხეილ ჯანელიძე: “საქართველო კარგი მაგალითია თუ როგორ შეიძლება ტურიმზისგანვითარების გზით პატარა ქვეყნის გარდაქმა”

მიხეილ ჯანელიძე: “საქართველო კარგი მაგალითია თუ როგორ შეიძლება ტურიმზისგანვითარების გზით პატარა ქვეყნის გარდაქმა”

9 years ago
ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ბობ დილანმა აიღო

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ბობ დილანმა აიღო

10 years ago

იაპონიაში ტირილის გაკვეთილები ტარდება

8 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by