გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით, გერმანიაში თავშესაფარი 15 170 ადამიანმა მოითხოვა, აქედან 380- საქართველოს მოქალაქეა. გასულ თვეში, საქართველო, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მიხედვით , მეცხრე ადგილზე იყო. ამ მხრივ, პირველ ადგილზე სირიაა, ოქტომბერში გერმანიაში თავშესაფარი 3301-მა სირიელმა მოითხოვა.
აღსანიშნავია, რომ სექტემბრის მაჩვენებლით, გერმანიაში თავშესაფრის ქართველ მაძიებელთა რიცხვი 262-ს, აგვისტოს მონაცემებით კი – 217-ს შეადგენდა.
ნინო ზარიძე