საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ლევან ხარატიშვილი ჟურნალისტებს საქართველოს კულტურის სფეროს განვითარებაში ევროკავშირის შეტანილი წვლილის შესახებ ესაუბრნენ.
იანოშ ჰერმანმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირის პროგრამის -„შემოქმედებითი ევროპის“ წევრი გახდა, რაც ნამდვილად მისასალმებელია.
შეხვედრაზე, ლევან ხარატიშვილმა, 2019 წელს კულტურის ფონდის შექმნა დაანონსა. „როდესაც საქართველოში კულტურის ფონდი შეიქმნება, კულტურის სამინისტრო შეწყვეტს პროექტების დაფინანსებას“ – აღნიშნა ხარატიშვილმა.
ნინო ზარიძე