• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, May 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ეს არის მსოფლიო დონის ატრაქციის მოწყობა“ – პროექტი, რომელიც 700 ათასი ევრო დაჯდება 2018 წელს დაიწყება

9 years ago
in კულტურა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„ენგურჰესის“ ჰიდროელექტროსადგური, რომლის აშენების იდეა ცნობილ ქართველ პუბლიცისტს და საზოგადო მოღვაწეს ნიკო ნიკოლაძეს ეკუთვნის,  საქართველოს ენერგოსისტემის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტია. 2015 წელს „ენგურჰესის“ თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობით, უახლოეს მომავალში, ენგურის კაშხლის მიმდებარედ მუზეუმისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა იგეგმება. პროექტი მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე; განვითარების კონცეფცია, ასევე, განიხილავს კაშხლის გამოყენებას სხვადასხვა საინსტალაციო-წარმოსახვითი ღონისძიებებითვის. პროექტი ხორციელდება სვანეთისკენ მიმავალ გზაზე.

დაიწყო თუ არა „ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხლის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიული გეგმის განხორციელება, როდის დასრულდება და რამდენი ლარია გამოყოფილი პროექტის ბიუჯეტისთვის. ამ და სხვა საკითხებზე „თბილისი თაიმსს“  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ესაუბრა.

დაიწყო თუ არა „ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხლის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიული გეგმის განხორციელება? რამდენ ხანს გაგრძელდება? როდის დასრულდება?

– უპირველეს ყოვლისა, „ენგურჰესი“ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც საქართველოში განხორციელებულა. ეს არის მსოფლიო დონის ატრაქციის მოწყობა ამ ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლზე. იცით, რომ 2015 წელს მივანიჭეთ მას ძეგლის სტატუსი. ძალიან მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობაა. იგი მსოფლიო ხუთეულში შედის თავისი გაბარიტებით, სიმაღლით, სიგრძით და ა.შ, თავისი საინჟინრო გადაწყვეტით. მას აქვს დიდი პოტენციალი, რომ გახდეს რეგიონის და არა მარტო რეგიონის, ასევე ჩვენი ქვეყნის და შეიძლება ვივარაუდოთ, თვითონ კავკასიის რეგიონის ტურისტული ცენტრი. ამიტომ, ჩვენი სააგენტოს მეშვეობით, საგარეო საქმეთა სამინიტროს, ესტონეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით მოიძებნენ კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებმაც შეადგინეს კონცეფცია. მთავრობამ ეს კონცეფცია მიიღო, მოიწონა და შეერქვა მას საუკუნის პროექტი. ამის შემდეგ დაიწყო „ენერგეტიკის განვითარების ფონდის“, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, კულტურის სამინისტროსა და ჩვენი ერთობლივი ღონისძიება, რომელიც გულისხმობს ამ კონცეფციის შესაბამისად მთელი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას.

უახლოეს პერიოდში გამოცხადდება კონკურსი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე იმ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რაც არის კონცეფციაში წარმოდგენილი. ეს არის აღმოჩენათა ცენტრის, იგივე „დისქავერ“ ცენტრის რეაბილიტაციის პროექტი, ლანდშაფტის რეაბილიტაცია, ლიფტი – ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გარე ლიფტი იქნება მსოფლიოში,  საბაგირო გზა, წყლის ენერგიის გამოყენება, რომელშიც იგულისხმება წყლის ინფრასტრუქტურული და ტურისტული განვითარება –  კატარღები, კატერები და სანაოსნო ინფრასტრუქტურა. ეს პროექტი თავისი ხარჯთაღრიცხვით, ტექნიკური მახასიათებლებით და ყველაფრით, შედგენილი გვექნება წლის ბოლოს. ხოლო ფიზიკური სამუშაოების  განხორციელებას დავიწყებთ 2018 წელს. 5 წლიანი პროექტია და ამ დროის განმავლობაში ეტაპობრივად მოხერხდება თითოეული სეგმენტის განვითარება. ეს იქნება არა მარტო ტურისტულ სეზონზე გათვლილი, არამედ მთელი წლის განმავლობაში – შემეცნებითი, საგანმანათლებლო პროგრამები, ატრაქცია.

პირველი ნაბიჯი იქნება, როგორც შევთანხმდით, თვითონ „დისქავერ“ ცენტრის პროექტი და მისი განხორციელება ანუ რეაბილიტაცია და აშენება. ამ ნაბიჯებთან ერთად იქნება აუცილებლად გარე ლიფტის თემა და სავარაუდოდ, ზიპლაინი. ამის პარალელურად გვექნება პროექტი, რომ დავიწყოთ მუშაობა საბაგირო გზისა და სანაოსნო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. იქნება ასევე პარკინგი თავისი ინფრასტრუქტურით. დაახლოებით 200 ადამიანის დასაქმებაზეა საუბარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რეგიონისთვის საკმაოდ დიდ შემოსავლებზეა გათვლილი. ასე რომ, გეგმები ძალიან დიდია და უკვე კონკრეტული ნაბიჯებიც არის გადადგმული…

რა მიზნით ხორციელდება ეს პროექტი?

– ვფიქრობ, ენგურჰესი არის იმის მაგალითი, თუ როგორ ახლებურად შეიძლება კულტურული მემკვიდრეობის გამოყენება. კულტურული მემკვიდრეობა ზოგადად ეკონომიკის გაჯანსაღების პოტენციალს შეიცავს. აქედან გამომდინარე, კულტურულ მემკვიდრეობაზე თანამედროვე მიდგომები, მისი თანამედროვე ხედვებით დატვირთვა შედეგის მომტანი იქნება ნებისმიერი რეგიონისთვის.

მთავარი მიზანი, რისთვისაც ეს პროექტი ხორციელდება, ის არის, რომ ეკონომიკურად სტაბილურობა მოუტანოს რეგიონს, ტურიზმი განვითარდეს, ცნობადობა ამაღლდეს.   ჩვენ აუცილებლად ვფიქრობთ ენგურჰესის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარდგენაზე. უბრალოდ, ამას მეტი მუშაობა და დრო სჭირდება. მართალია ვმუშაობთ, მაგრამ დიდ დროს მოითხოვს. ასე რომ, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარდგენა არის დიდი სამომავლო გეგმა, მაგრამ პირველი ნაბიჯები, რომ მისი ინფრასტრუქტურა გაჯანსაღდეს, კონკრეტული შედეგები მოიტანოს რეგიონისთვის და თითოეული იქ მცხოვრები მოქალაქისთვის, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

რამდენი ლარია გამოყოფილი პროექტის ბიუჯეტისთვის და ვინ აფინანსებს ამას?

– ენგურჰესის განვითარებისთვის გამოყოფილია დაახლოებით 700 ათასი ევრო, რომელიც მოიცავს 50 მიმართულების პროექტის მომზადებას. ისიც კი იქნება გათვალისწინებული, რომ მთელი ამ  ინფრასტრუქტურის მართვა ერთი კომპიუტერული პროგრამით მოხდეს. ძალიან შემჭიდროვებული თანხებით დიდი საქმე კეთდება. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო კომპანიები ამ თანხაში ვერ ჩაეტეოდნენ. საინტერესოა რომელი ორგანიზაციები შემოვლენ. მსგავს პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეს არ არის ძეგლზე სამუშაოები, ეს არის ინფრასტრუქტურის მოწყობა – იქ ლიფტის თემა, ასევე გასათვალისწინებელი იქნება უსაფრთხოების ნორმები… ყველა ის ნიუანსი, რაც კი ადამიანის უსაფრთხოებას, უსაფრთხო გადაადგილებას, დათვალიერებას, ინტელექტის ამაღლებას, მოთხოვნების დაკმაყოფილებას სჭირდება.

ამას აფინანსებს ენერგეტიკის სამინისტრო. სააგენტო ამ შემთხვევაში არის  იდეის ავტორი. თუმცა, ჩვენ ყველა პროცესში ვიქნებით ჩართულები, რადგან ენგურჰესს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. დაფინანსება კი სრულად ენერგეტიკის სფეროდან მიმდინარეობს.

ნინო მაზიაშვილი

 

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

საინტერესო

შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის მოცურავემ ახალი აბსოლუტური რეკორდი დაამყარა

შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის მოცურავემ ახალი აბსოლუტური რეკორდი დაამყარა

12 years ago
ირაკლი ხმალაძე: უკანასკნელი სამი საათის განმავლობაში A კატეგორიაში რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობა 300 ერთეულით გაიზარდა

ირაკლი ხმალაძე: უკანასკნელი სამი საათის განმავლობაში A კატეგორიაში რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობა 300 ერთეულით გაიზარდა

7 years ago

გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა

10 years ago
რამდენიმე მსმენელი Kanye West-ის კონცერტს უფასოდ დაესწრება – დეტალები

რამდენიმე მსმენელი Kanye West-ის კონცერტს უფასოდ დაესწრება – დეტალები

4 days ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by