ახალი ზოოპარკი (რომელიც ჯერ არ გახსნილა), სადაც ცოტა ხნის წინ დასავლეთ კავკასიური ჯიხვების ვოლიერი დავასრულეთ და ჯიხვებიც ჩამოვიყვანეთ.
“სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს – საქართველოსთვის საამაყო, ენდემური სახეობის ორი ინდივიდი საფრანგეთიდან ჩამოვაბრძანეთ, ორიც – ჩეხეთიდან. იმიტომ, რომ ისტორიულად, კავკასიონზე გავრცელებული სახეობა, საქართველოში თითქმის აღარ დარჩა.
ჰოდა, რომ დარჩეს, აღდგეს და გამრავლდეს, მაგაზე ვზრუნავთ ზუსტად და აი ამ, ფრანგ-ჩეხი ჯიხვებით, რომლებიც არც ფრანგები არიან და არც ჩეხები და ოთხივე ბედკრული საქართველოს შვილია, ვიწყებთ ჯიხვების კონსერვაციის პროექტს, რაც მათ გამრავლებას და ბუნებაში დაბრუნებას გულისხმობს.”
ადვილი არაა. ძალიან რთულია. იაფი არაა. ძალიან ძვირია.
და თუ სურვილი გექნებათ, თქვენც შეიტანოთ წვლილი ამ მნიშვნელოვან საქმეში, ამ ბმულზე გადაბრძანდით და შეიტანეთ. წვლილი. თუნდაც მცირედი.
www.zoo.ge/donateforwildlifeconservation
და მერე თქვენს შვილიშვილებს უამბობთ, აი, საქართველოში რომ ჯიხვი არსებობს, ჩემი დამსახურებაცააო”