2 დღის წინ
ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17 %-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
2 დღის წინ
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების გაკეთებას იწყებს
2 დღის წინ
ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება – აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
2 დღის წინ
“საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გაიმართება”
2 დღის წინ
სოლარიუმში ხშირ სტუმრობას რა უკუჩვენებები აქვს?!

თბილისში ჰაერის დაბინძურება უკვე დიდი ხანია სცდება დასაშვებ ზღვარს. ტექნიკურად გაუმართავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღნიშნული პრობლემის ერთ-ერთი ნაწილია.

2016 წლის 6 ოქტომბრიდან დედაქალაქში ლურჯი ფერის გერმანული ავტობუსები  გამოჩნდა. ახალი ავტობუსები ბუნებრივ აირზე მუშაობს. ის, დიზელზე მომუშავე ყვითელ ავტობუსებთან შედარებით, მცირე გამონაბოლქვს გამოყოფს. თბილისის მერიამ „მანის“ მარკის 143 ავტობუსი შეიძინა, რომელიც ეტაპობრიად დაემატა სხვადასხვა ხაზს.

იგეგმება თუ არა ახალი ავტობუსების შეძენა და დაემატება თუ არა პატარა ავტობუსებიც ? – ამ და სხვა საკითხებზე „თბილისი თაიმსი“ დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დაუკავშირდა.

2018 წლიდან იგეგმება თუ არა ახალი ავტობუსების დამატება? რამდენი ავტობუსი შემოვა?

– როგორც იცით, მერიამ, EBRD-ის დახმარებით, 143 ერთეული Man-ის მარკის ლურჯი ავტობუსი შეიძინა. ისინი უკვე გადანაწილებულია 12 მარშრუტზე და იმისათვის, რომ სხვა ახალ მარშრუტებზე გამოჩნდეს ლურჯი ავტობუსები, ცხადია, საჭიროა ახლების შეძენა. თბილისის მერია უახლოეს წლებში გეგმავს ავტოპარკის სრულ განახლებასა და გაზრდას. რაც შეეხება იმას, თუ როგორ განხორციელდება და რა გრაფიკით, ამ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა და ინფორმაციას მოგვიანებით მივაწვდით მოსახლეობას.

იგეგმება თუ არა პატარა ავტობუსების შემოყვანა ? როდიდან დაემატება?

– დიდ ავტობუსებთან ერთად შეძენილი იქნება პატარა ავტობუსებიც. როგორც იცით, ახალი ავტობუსები გადანაწილდა იმ მარშრუტებზე, და თითქმის მთლიანად ჩაენაცვლა იმ ავტობუსებს, რომლებზეც მანამდე დიდი ყვითელი ავტობუსები მოძრაობდა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ შეიცვალოს არა მხოლოდ დიდი, არამედ საშუალო ტევადობის ავტობუსებიც. თუმცა, რა გრაფიკით მოხდება და როდიდან, ცნობილი არ არის.

ე. წ. სამარშუტო ტაქსებთან დაკავშირებით თუ იგეგმება ცვლილებები, შეცვლა და განახლება?

– სამარშუტო მიკროავტობუსები არის კერძო საკუთრება. თბილისის მერია მათ მარშრუტებს ადგენს. ხოლო მათი განახლება რა ინტენსივობით მოხდება, უშუალოდ კომპანიის პრეროგატივაა. მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – თბილისის მერია აკონტროლებს იმას, რომ მიკროავტობუსები იყოს მწყობრში და მგზავრებისთვის უსაფრთო. მაგალითად, შარშან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ კომპანიასთან გვქონდა  სასამართლო დავა, 106 მიკროავტობუსში იყო კუსტარულად და თვითნებურად განთავსებული გაზის აპარატურა, რაც ჩვენ მიგვაჩნდა, რომ იყო საფრთხის შემცველი. ამის გამო არაერთხელ შევხვდით ერთმანეთს სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში. საბოლოოდ, მოვიგეთ და მათ მოახდინეს ბალონების დემონტაჟი.

როდესაც ვსაუბრობთ ახალი ავტობუსების შეძენაზე, ეს მოგვცემს სხვადასხვა ეფექტს. თუნდაც, ის, რომ მიკროავტობუსების კომპანიები აღმოჩნდებიან სერიოზული კონკურენციის წინაშე, რადგან შეძენილი ავტობუსი, დიდი თუ პატარა, თავისი კლასითა და კომფორტით მიკროავტობუსზე უკეთესი იქნება.  მაგალითად, ახალ ავტობუსებს ყველას ექნება  გაგრილების სისტემა. ამავე დროს, ახალი ავტობუსები შშმ პირებისთვის ადაპტირებულია და ბევრად იაფია. შესაბამისად, ე.წ. სამარშუტო ტაქსები აღმოჩნდებიან კონკურენციის წინაშე – ან განაახლონ თავიანთი ავტოპარკი ან ბუნებრივად შეიზღუდებიან ბაზრიდან.

ნინი მაზიაშვილი

(Visited 243 times, 1 visits today)

კომენტარები