• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, June 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გავრცელებული ვირუსული ინფექციები – როგორ ვებრძოლოთ მათ?!

8 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, საზოგადოება
A A
გავრცელებული ვირუსული ინფექციები – როგორ ვებრძოლოთ მათ?!
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ზამთრის სეზონზე ვირუსული ინფექციით დაავადების შემთხვევები ორმაგდება. მათგან დასაცავად დროული რეაგირებაა საჭირო. ადამიანები გრიპსა თუ სხვადასხვა ვირუსული ინფექციებს თავისებურად ებრძვიან. „თბილისი თაიმსი“ პედიატრ ინგა მამუჩიშვილს დაუკავშირდა. რომელია  გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებელი ყველაზე ეფექტური საშუალება, რა არის საჭირო მისი პრევენციისთვის და, ზოგადად, რა სიმპტომები ახასიათებს ამ სეზონზე გავრცელებულ ვირუსებს, ინტერვიუდან შეიტყობთ.

ცნობილია, რომ გრიპის ვირუსის გავრცელების საფრთხე ზამთარში იმატებს. ამ სეზონზე, საქართველოში, რომელიმე ვირუსული ინფექცია თუ არის დაფიქსირებული?

– ვირუსული ინფექციების განსაკუთრებული აქტივაცია შემოდგომა–ზამთრის პერიოდში იწყება, განსაკუთრებულ პიკს აღწევს ზამთარში, რადგან ვირუსის აქტივაციის განსაკუთრებული ხელშემწყობი ფაქტორია ორგანიზმის გადაციება.

ამჟამად, საქართველოში, რამდენიმე ვირუსული ინფექციის სიხშირე შეიმჩნევა. ვხვდებით, როგორც რესპირატორულ-სინციტიალურ ვირუსს, რომელიც როგორც ზედა ასევე ქვედა სასუნთქ გზებს აზიანებს, ასევე  პარაგრიპის ვირუსს, ძირითადად ლარინგო-ტრაქეიტების კლინიკური სურათით, ადენოვირუსულ ინფექციებს, რომელიც  როგორც სასუნთქი სისტემის ასევე თვალის კონიუქტივის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაზიანებით – შესაბამისად,  ფარინგიტების, კონუნქტივიტების კლინიკური სურათით, პირღებინებით და დიარეით მიმდინარეობს.  გახშირდა სეზონური გრიპის შემთხვევებიც,რომელიც ყოველ წელს ფიქსირდება. A დაB ტიპის ვირუსით გამოწვეული ინფექცია, ძირითადად,  სასუნთქ სისტემას აზიანებს.

სეზონური გრიპი ვრცელდება აერ–წვეთოვანი გზით (ცემინება,ხველა), ასევე,  ადამიანის შეხებით ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან და ზედაპირებთან.

შარშანდელთან შედარებით, წელს ბავშვებში გრიპის ვირუსი რა სიხშირით ვრცელდება და გართულებებს რამდენად იწვევს? უმეტესად, რომელი ასაკობრივი კატეგორიისთვისაა საფრთხილო…

– გრიპის ვირუსის კლინიკური გამოვლინებები იწყება ვირუსთან კონტაქტიდან 1-5დღეში, მისი ელიმინაცია ორგანიზმიდან დაახლოებით ერთ კვირაში ხდება, თუ გართულებებს

ადგილი  არ აქვს.  გრიპის ვირუსი განსაკუთრებით საფრთხილოა ორსულთათვის, წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის და თანდაყოლილი პათოლოგიებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის.

დღეს უკვე შეიმჩნევა სეზონური გრიპის აქტივაცია, თუმცა ჯერჯერობით ბევრ გართულებულ შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.

გრიპი ხასიათდება,  როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე მიმდინარეობით(განსაკუთრებით იმ სარისკო ჯგუფებში,რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე). მას ახასიათებს უეცარი დაწყება ჰიპერთერმიით, თავის, ძვლების და სახსრების ტკივილით.  პირღებინება– გულისრევა, მკვეთრი ზოგადი სისუსტე, ლეთარგიულობა და ადინამია. ის შეიძლება გართულდეს პნევმონიით (ფილტვების ანთებით), რაც დღევანდელ სიტუაციაში ყველაზე ხშირი გამოვლინებაა. სხვათაშორის, თითქმის ყველა უჩივის ყელის და ყურის ძლიერ ტკივილებს. ასევე, შეიძლება გართულდეს ნეიროტოქსიკოზით (თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა, გულყრა), ორგანიზმის მკვეთრი გაუწყლოებით.  შესაძლოა, გამწვავდეს თანმხლები ქრონიკული დაავადებები, გამოიწვიოს მენინგიტის, ენცეფალიტის განვითარება და ა.შ.

 როგორც პედიატრი, გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლად, ბავშვის აცრას რამდენად მიზანშეწონილად მიიჩნევთ?

– ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლად ყველაზე ეფექტური საშუალება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა… ვაქცინა ყოველწლიურად მზადდება ვირუსის იმ შტამების გათვალისწინებით,რომლებიც გრიპის სეზონზეა მოსალოდნელი.

საქართველოში დარეგისტრირებული ვაქცინები არის 3კომპონენტიანი და იცავენ 3 ტიპის ყველაზე გავრცელებული ვირუსებისგან (2 ტიპის ინფლუენზა A ვირუსი და 1ტიპის ინფლუენზა B ვირუსი)

ვაქცინები ძალიან მაღალი ხარისხისაა და აბსოლუტურად უსაფრთხო.

მოსახლეობის ვაქცინაციისათვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია ოქტომბერ-ნოემბრის თვეები,რადგან იმუნიტეტის გამომუშავებას დაახლოებით 2-3 კვირა სჭირდება, ამ პერიოდში ვაქცინირებული ადამიანები სეზონური გრიპის გავრცელების პერიოდს მომზადებულები ხვდებიან.

გრიპის პროფილაქტიკის სხვა საშუალებებიც არსებობს(ყველაზე ეფექტურია ვაქცინაცია), თუმცა მივმართავ თხოვნით ყველას, რომ ექიმის გარეშე, თვითნებურად,  არანაირი საშუალება არ გამოიყენონ…

როგორია თქვენი, როგორც პედიატრის რეკომენდაცია, რა არის საჭირო გრიპის ვირუსის პრევენციისთვის?

– იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ გრიპის ვირუსი, ჯობია ეპიდემიის პერიოდში მოვერიდოთ ადამიანთა თავშეყრის ადგილებში ბავშვების გაყვანას, ხშირად გავანიავოთ ბინები,ბავშვთა დაწესებულებების ოთახები დავალაგოთ სველი წესით, ნუ გავუშვებთ ავადმყოფ ბავშვს ბავშვთა დაწესებულებაში,  ხშირად ვამყოფოთ სუფთა ჰაერზე. ვკვებოთ ბალანსირებულად, ცოცხალი ვიტამინები (ხილი, ბოსტნეული) მეტად გამოვიყენოთ კვებაში, დავიცვათ ჰიგიენის ნორმები (ხელების ხშირი დაბანა) უარვყოთ მისალმების ქართული წესი(გადაკოცნა), ვიხმაროთ ნიღაბი, რომელიც მაქსიმუმ 2 საათში ერთხელ უნდა გამოვცვალოთ. ნიღბები და ერთჯერადი ხელსახოცები ჩავყაროთ ურნაში და არ დავდოთ მაგიდაზე, ვასწავლოთ ბავშვებს როგორ უნდა მოიქცნენ ხველების და ცემინების დროს, დავტვირთოთ მეტი სითხით… მეტად მოვეფეროთ, მივუალერსოთ, სითბო და სიყვარული ხელს უწყობს იმუნიტეტის მოდულაციას!

ნინო ზარიძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

ირაკლი კაკაბაძის კრიტიკული პასუხი საკუთარ დას: ეკლესიის მტრები ამაოდ ცდილობენ, პატრიარქი მკაცრ დოგმატიკოსად წარმოსახონ

ირაკლი კაკაბაძის კრიტიკული პასუხი საკუთარ დას: ეკლესიის მტრები ამაოდ ცდილობენ, პატრიარქი მკაცრ დოგმატიკოსად წარმოსახონ

11 years ago

ინოვაციების სააგენტო დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა უფასო მომსახურებას სთავაზობს

9 years ago
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის პროექტი ცნობილია

საზ.მაუ-ს ახალი შენობა 22 ათას კვადრატულ მეტრზე აშენდება, სამუშაოები 5 თვეში დაიწყება

9 years ago
ნიკა გვარამია – არხი კატეგორიულად არ იზიარებს გიორგი გაბუნიას მიერ გამოთქმულ არა აზრს, არამედ ამ აზრის გამოხატვის ფორმას

ნიკა გვარამია გირაოს თანხას გადაიხდის

7 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by