გერმანიაში მეოთხედ გაიმართა თურქეთის ეკონომიკის დღეები. ღონისძიებაზე ერთმანეთს შეხვდნენ თურქი, გერმანელი საქმოსნები და პოლიტიკოსები.
თურქეთის ეკონომიკის დღეები ქალაქ დიუსელდორფში ”გაიცანი, შეიცვალე, მოიგეს” დევიზით გაიმართა.
პროგრამაში მონაწილე სოციალ-დემოკრატიული პარტიდან პარლამენტის წევრმა და გერმანიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ თურქეთი ეკონომიკური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა.
მისივე თქმით, თურქეთი კონტინენტთაშორისი მოთამაშეა და მისი ევროკავშირში სრულ გაწევრიანებას ყოველთვის მხარს უჭერდა.
ჩრდილოეთ რაინ ვესტფალიის მხარის ეკონომიკის მინისტრმა გარელტ დუინმა კი აღნიშნა, რომ თურქეთში 5 ათასზე მეტი გერმანელი ინვესტორი იმყოფება და ორივე ქვეყანას ერთად მუშაობით უფრო მეტად გაძლიერება შეუძლიათ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა გერმანიაში თურქეთის ელჩი ჰუსეინ ავნი ქარსლიოღლუ, რომელმაც აღნიშნა, რომ თურქი და გერმანელი საქმოსნების გამოცდილებით სხვადასხვა ტერიტორიებზე ინვესტიციების განხორციელება ორივე ქვეყნისათვის სასარგებლო იქნება.
21.09.13