NASA youtube-ზე აქვეყნებს ვიდეო-ანიმაციას,სადაც საუბარია არქტიკულ ოკეანეში ყინულის დნობის ახალ თავისებურებაზე, რაც გულისხმობს იმას,რომ დარჩენილი ყინულის ფენა თხელდება და ახალგაზრდავდება. კრიოსფეროს მეცნიერი, დოქტორი ვოლტ მეიერი ვიდეო-ანიმაციაში საუბრობს,რომ ყინულის თეთრი ფენა, რომელსაც აფიქსირებს სატელიტი, წარმოადგენს ფენას,რომელიც მრავალი საუკუნე იყინებოდა, იგი არსებული ტემპერატურის პირობებში პირველ რიგში ლღვება, ყინულის შედარებით თხელი ფენა კი ვერ ასწრებს ამ ტემპერატურის პირობებში გაყინვას და სატელიტიდან შედარებით შავ ფრად ჩანს.
„2017 წელი რეკორდულად ყველაზე ცხელ წლად მიიჩნიეს მეცნიერებმა. კარბონის დიოქსიდის მოქმედებების შედეგად, გლობალური დათმობა დედამიწაზე კვლავ გრძელდება.
ტემპერატურის ცვლილებას პლანეტაზე, ჯერ კიდევ, 1880 წლიდან აკვირდებიან. ყველაზე ცხელი წელიწადების რიცხვში 2016 წელი 1-ლ ადგილს იკავებს. თუმცა, 2016 წლამდე ყველაზე ცხელ წლად 2015 წელი მიიჩნეოდა. ეს სტატისტიკა აჩვენებს,რომ ბოლო სამი წელი დედამიწისთვის ძალიან ცხელი აღმოჩნდა.
NASA-ს მეცნიერების თქმით, მე-20 საუკუნეში ოკეანეებსა და ხმელეთზე საშუალო ტემპერატურა 0.9˚C იყო, 2016 წლის პარიზის შეთანხმებაში კლიმატის ცვლილების შესახებ, წერია, რომ ბოლო 16 წლის განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი 1,5˚C გახდა.
ლა ნინია
მეცნიერების აზრით, ყინულის დნობა „ლა ნინიას“ ფენომენის არსებობით აიხსნება. იგი გახლავთ კლიმატური ფენომენი, რომლის დროსაც წყნარი ოკეანის ტროპიკულ ნაწილში უჩვეულოდ ცივი ტემპერატურა ფიქსირდება. იგი ძირითადად, ვლინდება წყნარი ოკეანის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ტროპიკულ ნაწილში, სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ.
ელ ნინიო
“ლა-ნინია” “ელ-ნინიოს” საწინააღმდეგო ფენომენია. ორივე მოვლენა მიიჩნევა ურთიერთკავშირის საპირისპირო ფაზებად ატმოსფეროსა და ოკეანეს შორის არსებულ რეგიონში, რომლებსაც ერთად „ელ-ნინიო/სამხრეთის რყევა“ ეწოდება. ისინი არღვევენ ტროპიკული ნალექების და ატმოსფერული ცირკულაციის ნორმალურ რეჟიმს და ფართომასშტაბიან გავლენას ახდენენ დედამიწის სხვადასხვა ნაწილის კლიმატზე.
მეცნიერების მიერ დადგენილია, რომ „ელ-ნინიო“ და „ლა-ნინია“ 2-იდან 7-წლამდე პერიოდის მსვლელობისას ხდება მხოლოდ ერთხელ და გრძელდება 9-იდან 12 თვემდე. ლა-ნინია ხშირად თან სდევს ელ-ნინიოს. ეს ტერმინი „ლა-ნინია“ მომდინარეობს ესპანური ენიდან და ნიშნავს „პატარა გოგოს“.
ყინულის დნობა განსხვავებული ტემპით მიმდინარეობს ანტარქტიდასა და არქტიკულ ოკეანეში. ანტარქტიტაზე ყინულის დნობის მაჩვენებელი შედარებით მცირე იყო არქტიკულთან შედარებით.
მეცნიერები იმასაც გვეუბნებიან,რომ ტემპერატურის მატება საერთოდ არ ნიშნავს იმას,რომ თოვლის საფარი იკლებს. ჩრდილოეთ ჰემისფეროში, 2018 წლის ზამთარში ყველაზე დიდი რაოდენობის თოვლი დაფიქსირდა 1968 წლის შემდეგ.
წყარო: fox2now.com
ნათია კეკენაძე