ქართულ ბაზარზე ახალი – 5D ჩიფსი გამოჩნდა. ჩიფსების წარმოება მოსკოვში ხდება, რომელიც ხორბალზეა დამზადებული. “თბილისი თაიმსს” ქართულ ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე, პროდუქტის გაყიდვებზე და სამომავლო გეგმებზე კომპანია „ლორგოს“ გაყიდვების მენეჯერი – გიორგი კერვალიშვილი ესაუბრა.
“5D ჩიფსი 2018 წლიდან შემოვიდა ქართულ ბაზარზე. მისი წარმოება ხდება მოსკოვში. 5D ჩიფსი განსხვავებული და გამორჩეულია, სახელითაც და ვიზუალითაც. ის არის მომავლის ჩიფსი, ასე ვიტყოდით, სწორად ამიტომ არის ჩვენი ლოზუნგი „შეიგრძენი მომავლის გემო“.
საკმაოდ მაღალი კონკურენცია დაგვხვდა ბაზარზე. ჩვენ სულ რაღაც ერთი თვეა გამოვჩნდით ბაზარზე, საკმაოდ ბევრი კონკურენტი გვყავს. თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ ჯანსაღ კონკურენციას გავუწევთ.
5D ჩიფსი როგორც უკვე აღვნიშნე გამორჩეულია თავისი ვიზუალით, დამზადებულია ხორბალზე, რაც გამოარჩევს სხვა დანარჩენი ჩიფსებისგან, ამიტომ ხაზსს ვუსვამთ, რომ ის არის ნატურალური პროდუქტი, ასევე გამორჩეული და საინტერესოა მისი შეფუთვა, უფრო დახვეწილია და რაც მთავარია გემო და არომატია განსხვავებული.
ბაზარზე კონკურენტუნარიანი ფასები გვაქვს, რაც მთავარია მომხმარებელმა მიიღო, ჩვენ მომხმარებელზე ვართ ორიენტირებული. ფასი არის ხარისხიდან გამომდინარე ხელმისაწვდომი.
ჩვენი სამომავლო გეგმები უკავშირდება “სნექის” კატეგორიაში დავიკაოთ მოწინავე ადგილი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან მალე მოხდება.”
მარიამ ხუციშვილი