19 ოქტომბერს, თბილისში, საერთაშორისო ფორუმი MMP – გაიმართება. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და კომპანია „BTL“-ის ორგანიზებითა ტარდება. ფორუმის მიზანია კავკასიაში და კერძოდ საქართველოში საქმიანი ტურიზმის ღონისძიებების მოზიდვის ხელშეწყობა.
ფორუმს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე გახსნის.
საერთაშორისო ფორუმი MMP Forum (MEETING MICE PROFESSIONALS) წარმოადგენს B2B ფორმატის შეხვედრების სერია საქმიანი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ღონისძიება მიშვნელოვანია საქართველოში სექტორის განვითარების ხელშეწყობისათვის და ქვეყანაში საქმიანი ღონისძიებების მოზიდვის თვალსაზრისით.
ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ კომპანიას რომელიც MICE ტურიზმის სფეროში არის ჩართული.
ღონისძიება სასტუმრო Hotels & Preference-ში, 19 ოქტომბერს, 10:00 საათზე დაიწყება.

Please follow and like us: