15 საათის წინ
ნათია თურნავა – მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინვესტორები და კომპანიები არ დაფრთხნენ
15 საათის წინ
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დაკავებულ ბერზე – ის ათონის მთაზე ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თავის სახლში იყო, ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა
16 საათის წინ
ყაზბეგისა და დუშეთის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა 15 მაისამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს
16 საათის წინ
„შოკოლადის დამტენი“ – ტკბილი გარემო შოკოლადის მოყვარულთათვის
2 დღის წინ
ირაკლი ხმალაძე – როცა ხალხს მოუწოდებ, კერძო მანქანები სახლებთან გააჩერონ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა სწორი არ არის

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენაში ბრალდებული ლ.ნ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მოქალაქეების მოტყუებით, თაღლითურად თანხისა და სხვადასხვა ნივთების დაუფლების მიზნით ლ.ნ.-მ დააფუძნა არასამეწარმეო ფონდი – ,,ზრუნვა“. ლ.ნ. მოქალაქეებს უხსნიდა რომ თითქოსდა აღნიშნული ორგანიზაცია უცხოური დონორებისგან ფინანსდებოდა, რაც გარკვეული სეგმენტის ინტერესებს უნდა მოხმარებოდა, მათ შორის ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ხალხს. 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის მაისის ჩათვლით, ის უკავშირდებოდა ნდობაში შესულ პირებს და ჰპირდებოდა, რომ თუკი მის მითითებებს შეასრულებდნენ, მიიღებდნენ ფინანსურ სარგებელს. ლ.ნ.-ს მითითების თანახმად, 29 მოქალაქემ, კონკრეტულ ბანკებთან სესხის და განვადების ხელშეკრულება გააფორმა. ლ.ნ. დაზარალებულებს ჰპირდებოდა, რომ ბანკებთან ფინანსურ ვალდებულებებს თვითონ შეასრულებდა და მათ მიერ განვადებით გამოტანილ ავეჯს და სესხის დიდ ნაწილს მოტყუებით ეუფლებოდა. მეტი დამაჯერებლობისთვის კი მათ თანხებს ჩუქნიდა და ეუბნებოდა, რომ დარჩენილ ვალდებულებებზე არც უნდა ეფიქრათ. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ლ.ნ. არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, რითაც მის მიერ განხორციელებული თაღლითური სქემის გამოყენებით, 29 დაზარალებულს 117,367,47 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

სამართალდამცველებმა ლ.ნ. 2018 წლის 1 აგვისტოს სარფის გამშვებ პუნქტზე მაშინ დააკავეს, როცა იგი საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. ლ.ნ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ლ.ნ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Please follow and like us: