აშშ-ს კონგრესში ჯანდაცვის რეფორმებზე შეუთანხმებლობის გამო დაწყებული საბიუჯეტო კრიზისი, ჯერ კიდევ ვერ მოგვარდა.
17 წლის შემდეგ ვაშინგტონმა ახალი საფინანსო წელი პირველად დაიწყო ბიუჯეტის გარეშე.
საჯარო სამსახურები, რომელთაც ფინანსური რესურსები ვერ გადაერიცხათ, ან დაიხურა ან შეზღუდულად ფუნქციონირებენ.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო პერსონალის ჩათვლით 800 ათასი საჯარო მოხელე იძულებით შვებულებაშია გაგზავნილი.
რესპუბლიკელები კანონპროექტის მისაღებად ჯანდაცის რეფორმების გატარების გადავადება ან ფონდების ჩამოჭრის პირობას აყენებენ.
ობამამ კონსერვატორი პოლიტიკოსები იდეოლოგიურ მოქმედებაში დაადანაშაულა და განაცხადა: ”რესპუბლიკელების გაუაზრებელ მოთხოვნებს ქედს არ მოუხრიან”, თუმცა ობამამ ორივე პარტიის ლიდერები კრიზისის მოსაგვარებლად თეთრ სახლში მიიწვია.
ობამამ შეხვედრაზე პარტიის ლიდერები ბიუჯეტის კანონპროექტის უპირობო მიღებაზე ვერ დაითანხმა.
ამერიკას კრიზისი დღიურად 300 მილიონი დოლარი უჯდება.
04.10.13