პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ათონელის რეზიდენციას დაიკავებს. ის უკვე ადგილზეა და მას შემდეგ, რაც შენობას დაათვალიერებს, საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესრულებას ახალ მისამართზე შეუდგება.
როგორც ცნობილია, ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის საპრეზიდენტო ფლიგელის შიდა ნაწილში სამუშაო ჯერჯერობით დასრულებული არ არის, ამიტომ პრეზიდენტი საქმიანობას დროებით ადმინისტრაციულ ფლიგელში შეუდგება. გუშინ ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი რეზიდენციაში მედიის წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.
ლაშა ჟვანია იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მისი დანიშვნის შესახებ ბრძანებას სალომე ზურაბიშვილი ხელს დღეს მოაწერს. შეიცვლება პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულებაც და ეს ცვლილებები ახალი კონსტიტუციის შესაბამისად განხორციელდება.