დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში პრეპარატ „ტამიფლუსა“ და სამედიცინო პირბადეების დეფიციტი არ არის.
„ამ ეტაპზე, არავითარი დეფიციტი არ არის. სახელმწიფო მარაგებიდან ყველა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში არის მარაგი“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
მისივე თქმით, სასკოლო არდადეგების გახანგრძლივებასთან ერთად, სკოლებს მიეცა რეკომენდაციები, ჩატარდეს სანიტარიული ღონისძიებები და მოემზადონ ბავშვების მისაღებად.
“აფთიაქებშიც, სახელმწიფომ თავისი სტრატეგიული მარაგებიდან გასცა აფთიაქებზე პრეპარატი და იქაც არ უნდა იყოს დეფიციტი. ხვალ ქვეყანაში “ტამიფლუს” საკმაოდ დიდი პარტია შემოდის, როგორც კერძო სექტორისთვის, ისე სახელმწიფოსთვის და ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა დღესდღეობით არ არსებობს”, – განაცხადა გამყრელიძემ.