• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, November 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ოკუნავური გოჯუ რიო კარატე დოს ფედერაცია და კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გათავისუფლებისთვის მომზადების შესახებ იუსტიციის მინისტრის ინიციატივაში ჩაერთნენ

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ოკუნავური გოჯუ რიო კარატე დოს ფედერაცია და კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გათავისუფლებისთვის მომზადების შესახებ იუსტიციის მინისტრის ინიციატივაში ჩაერთნენ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საპატიმროებში:N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება   ( ქ.თბილისი, გრიგოლ ხანძთელის ქ.N3), N2 პენიტენციური დაწესებულება  (ქ. ქუთაისი, ხარებავას ქუჩა N85), N8 პენიტენციური დაწესებულება (ქ.  თბილისი, გლდანის VII მ/რ, მე-2კმ) განთავსებული არასრულწლოვანი მსჯავრდებულების გრაფიკში არსებული ბევრი თავისუფალი დროის შინაარსით შევსებას საპატიმროდან გათავისუფლებისათვის მომზადების მიზნით. ეს საკითხი მწვავედ დგას   N2 პენიტენციურ დაწესებულებში (ქ. ქუთაისი, ხარებავას ქუჩა N85) და N8 პენიტენციურ დაწესებულებაში (ქ.  თბილისი, გლდანის VII მ/რ, მე-2კმ)  და ასევე აქტუალურია  N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში (ქ.თბილისი, გრიგოლ ხანძთელის ქ.N3) მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ დაწესებულებაში  გამოჩენილი და საინტერესო სტუმრების ვიზიტები იშვიათობა არ არის.

ინიციატივის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს უკვე პატიმრობისას გაუჩნდეთ მხარდამჭერი პირები, ვინც მათ პატიმრობის პირობებში მენტორობას გაუწევს, გაწვრთნის, ასწავლის, მოამზადებს ქართულ ან უცხო ენაში, ან სხვა საგანში ან სფეროში და საპატიმროდან გამოსვლის შემდეგაც, არასრულწლოვნის სურვილის შემთხვევაში,  საზოგადოებაში ინტეგრაციაში დაეხმარება.

მინისტრის ამ ინიციატივას უკვე გამოეხმაურნენ ოკუნავური გოჯუ რიო კარატე დოს ფედერაცია და კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. ორი ფედერაციის ხელმძღვანელი პირები იუსტიციის მინისტრთან ერთად  N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში  (ქ.თბილისი, გრიგოლ ხანძთელის ქ.N3,)  იმყოფებოდნენ. მათ გაიცნეს მსჯავრდებულები და სამომავლო მუშაობის მეთოდზე შეთანხმების პროცესი დაიწყეს. გოჯუ რიო კარატე დოს ფედერაციამ არასრულწლოვნებისთვის საჩვენებელი ვარჯიში ჩაატარა, ხოლო კალათბურთის ფედერაციამ მათ საქართველოს ნაკრების მაისურები და კალათბურთის ბურთები გადასცა.

„ამ შემთხვევაში, პატივსაცემი და წარმატებული სტუმრების საპატიმროში ვიზიტის მიზანს მხოლოდ ვიზიტი და ბავშვების გახარება არ წარმოადგენდა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ორივე ფედერაცია გამოყოფს მწვრთნელს, რომელიც მინიმუმ კვირაში ერთხელ დაინტერესებულ მსჯავრდებულებს სპორტის მოცემულ სახეობაში ავარჯიშებს და თითოეული ფედერაცია, მოწაფე მსჯავრდებულის გათავისუფლების შემდეგ, თუკი ყოფილ პატიმარს ამის სურვილი ექნება, საზოგადოებაში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმაშიც დაეხმარება. მადლიერი ვარ, რომ მოცემულ ინიციატივას მონაწილეობის მსურველები უკვე გამოუჩნდა ორი ფედერაციის სახით, რადგან ყოველ კვირა საპატიმროში უსასყიდლოდ ბავშვებისთვის მუშაობა გარკვეულ თავდადებას გულისხმობს.“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური 2019 წლის 22 თებერვალს 2019-2020 წლების საქმიანობის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას წარადგენს. ამ დღეს, მოცემული ინიციატივის შესახებ კიდევ ერთხელ გამოცხადდება და მასში მონაწილეობის ინდივიდუალურ მსურველებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდებათ იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთაც ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ პენიტენციური დაწესებულების პირობებში არასრულწლოვნებთან მუშაობის მიზნით.

Share1Tweet1

ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე
ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

11/16/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი
ახალი ამბები

„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი

11/12/2026
„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე

11/12/2026
ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

11/12/2026
შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026

საინტერესო

სამჭიდში საქართველოს შვიდგზის ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი – ინტერვიუ ნოდარ ტატიშვილთან

სამჭიდში საქართველოს შვიდგზის ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი – ინტერვიუ ნოდარ ტატიშვილთან

9 years ago
სოფო კილაძე: ბავშვის უფლებათა კოდექსი არის უაღრესად ეროვნული პროექტი

სოფო კილაძე: ბავშვის უფლებათა კოდექსი არის უაღრესად ეროვნული პროექტი

8 years ago

ჯონ ქერი: “შემდეგი რამდენიმე დღე გადამწყვეტი პერიოდი იქნება ყველა მხარისთვის”

13 years ago
„საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტთა პაკეტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს

„საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტთა პაკეტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს

8 years ago

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026

ვეკუას სკოლა მეტროში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული,...

მეტის ნახვაDetails
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს 11/17/2026
  • სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება 11/17/2026
  • „მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა 11/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by