• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისში ველობილიკებსა და „ბასლაინებზე“ 300-მდე ვიდეოკამერა დამონტაჟდება

7 years ago
კატეგორია: თბილისური ამბები
A A
თბილისში ველობილიკებსა და „ბასლაინებზე“ 300-მდე ვიდეოკამერა დამონტაჟდება
9
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თბილისში ველობილიკებსა და „ბასლაინებზე“ კიდევ 300-მდე ვიდეოკამერა დამონტაჟდება. როგორც „თბილისი თაიმსს“ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა, ე.წ. ჭკვიანი კამერები ყველა იმ ქუჩაზე დამონტაჟდება, სადაც ველობილიკები და ავტუბუსების ზოლებია მოწყობილი ან წელს მოეწყობა, მათ შორის ხიზანიშვილის, ვეკუას, კანდელაკის ქუჩებზე.

„წინასწარი ინფორმაციით, იქ, სადაც ავტობუსებისთვის იქნება განკუთვნილი ზოლები გამოყოფილი, პირველი ეტაპისთვის 300-მდე ვიდეოკამერის დამონტაჟების საკითხი დადგა დღის წესრიგში. ამის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთად ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში, რომ გამოცხადდეს სახელმწიფო ტენდერი. მზადდება ტექნიკური დავალება. შესაბამისად, წელს რომელი ქუჩების რეაბილიტაციაც მოხდება, მაგალითად, ხიზანიშვილის, ვეკუას, კანდელაკის ქუჩაზე წელსვე იქნება დამონტაჟებული ვიდეოკამერები, რომელიც სიჩქარესაც გააკონტროლებს“, – განაცხადა მუმლაძემ.

მისივე ინფორმაციით, ვიდეოკამერები დამონტაჟების პროცესშია შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე, ასევე რობაქიძის გამზირსა და ბარათაშვილის აღმართზე.

„გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ სააკაძის მოედანზე ჩვენ დამონტაჟებული გვაქვს სპეციალური შუქნიშანი, რომელიც ავტობუსს აძლევს პრიორიტეტს, ჯერ მას ატარებს და შემდეგ კერძო ავტომობილებს. ასეთი შუქნიშნები დამონტაჟდება ყველა კვანძზე. ეს პრინციპი იქნება გამოყენებული კანდელაკის ქუჩაზე და ჭავჭავაძის გამზირზე, რომლის რეაბილიტაციაც განხორციელდება. ამ დროისთვის დამონტაჟებულია 19 ვიდეოკამერა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, 300 ადგილზე დამონტაჟდება“, – განაცხადა მუმლაძემ.

ცნობისთვის, 2018 წლის ბოლოს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით 2019 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. ამავე მთავრობის სხდომაზე კალაძემ ვიდეოკამერების დამონტაჟების საჭიროებაზეც ისაუბრა.

Tags: ველობილიკები
Share4Tweet2

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
ცნობილია, ნუცუბიძის ქუჩაზე, ავარიის შედეგად დაღუპული ქალის ვინაობა – როგორია ბავშვის მდგომარეობა
ახალი ამბები

ცნობილია, ნუცუბიძის ქუჩაზე, ავარიის შედეგად დაღუპული ქალის ვინაობა – როგორია ბავშვის მდგომარეობა

12/18/2025
„ყურადღება, მშობლებო!“ – პედიატრი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

„ყურადღება, მშობლებო!“ – პედიატრი მიმართვას ავრცელებს

12/02/2025
სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს ტაქსის მძღოლი, რომელსაც ინფარქტი დაემართა
ახალი ამბები

სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს ტაქსის მძღოლი, რომელსაც ინფარქტი დაემართა

12/02/2025
“არაფერი გიჟი მე არ ვარ, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე… მითხრეს ღვთის მადლია შენზეო – ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია“, – მანანა გიორგობიანი
ახალი ამბები

“არაფერი გიჟი მე არ ვარ, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე… მითხრეს ღვთის მადლია შენზეო – ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია“, – მანანა გიორგობიანი

11/08/2025

საინტერესო

სალომე ზურაბიშვილი – კვიპროსი ქართველებისთვის იყო გზა წმინდა მიწისკენ, ეს გზა დღეს ახალ შესაძლებლობას გვიხსნის ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებისთვის

პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა

7 years ago

სლოვაკეთი რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ “შეთანხმებას” გმობს

11 years ago
„ევროკავშირში შესასვლელად  2 ეტაპი გვაქვს გასავლელი“ – სოსო ცინცაძე

„ევროკავშირში შესასვლელად 2 ეტაპი გვაქვს გასავლელი“ – სოსო ცინცაძე

13 years ago
გაერო : საქართველოში 77 ათასი ბავშვი შიმშილობს, 300 ბავშვი კი ყოველწლიურად შიმშილით იღუპება

გაერო : საქართველოში 77 ათასი ბავშვი შიმშილობს, 300 ბავშვი კი ყოველწლიურად შიმშილით იღუპება

7 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by