• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სემინარი ჩატარდა

7 years ago
კატეგორია: სპორტი
A A
სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სემინარი ჩატარდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

4 აპრილს, სპორტკომპლექსში „არენა I“-ში,  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ერთობლივი ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით სპორტის საერთაშორისო დღისამდი მიძღვნილი სემინარი ჩატარდა. სემინარი მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძემ, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და ფედერაციის პრეზიდენტი მაია აზარაშვილი გახსნეს.

სემინარი 6 აპრილს გასამართ სპორტის საერთაშორისო დღეს უკავშირდება, რომელიც შემდეგი დევიზით ტარდება – სპორტი მშვიდობისა და განვითარებისთვის. სემინარის მონაწილეებმა – სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა, სპორტის საერთაშორისო დღის დაარსებისა და მნიშვნელობის შესახებ სრული ინფორმაცია მოისმინეს,  საუბარი შეეხო მასობრივი სპორტის განვითარების ხედვასა და ინიციატივებს, მოეწყო დისკუსია, საჯარო მსჯელობა და ფოტოგამოფენა, წარმოდგენილი იქნა პრეზენტაციები.

აღსანიშნავია, რომ საქართველო მეექვსედ უერთდება გაეროს ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული და  აღინიშნება როგორც სპორტის საერთაშორისო  დღე,  სახელწოდებით – „საერთაშორისო სპორტის დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ (International day of Sport for Development and Peace).

ამასთან დაკავშირებით, სამინისტროს ინიციატივით, 2 აპრილიდან თბილისსა და საქართველოს რეგიონებში დაიწყო ე.წ. “თეთრი ბარათის” (#WhiteCard)  კამპანია, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების წევრები, ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები… მათ შორის ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ძალოსნობაში ლაშა ტალახაძე, ოლიმპიური და მსოფლიო პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანი, მსოფლიო თასის მრავალგზის გამარჯვებული ეტლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანი პარასპორტსმენებთან ერთად, მრავალი საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი ავტოსპორტში დათა ქაჯაია, საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრები, მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, ჭადრაკის, უშუს ფედერაციები და სხვა. მიმდინარე დღეებში „თეთრი ბარათის“ აქციას სპორტის სხვადასხვა სახეობების წარმომადგენლები შეუერთდებიან.

თეთრი ბარათის კამპანია, ეს არის მშვიდობისა და სპორტის ციფრული კამპანია, რომლის მიზანია სპორტში პოზიტიური ღირებულებების წახალისება. ის არის სპორტში ე.წ. “წითელი ბარათის” საპირისპირო სიმბოლო და გამოხატავს ჩართულობას, ტოლერანტობასა და მშვიდობას. კამპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება.

6 აპრილს სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიღძვნილი ღონისძიებები მსოფლიოს მასშტაბით  ერთდროულად ჩატარდება სხვადასხვა ქვეყანაში, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა სპორტული აქტივობები, შეჯიბრები და სანახაობები სპორტის მრავალ სახეობაში. თბილისში დაგეგმილ სპორტულ ღონისძიებებს ვაკის პარკი 11:00 საათიდან უმასპინძლებს.

„თეთრი ბარათის“ წინა მხარე სრულიად თეთრია, ხოლო უკანა მხარეს დატანილია კონკრეტული მესიჯები და კამპანიაში ჩართვის წესი. კერძოდ:

  1. გადაიღე სელფი თეთრი ბარათით;
  2. გააზიარე ფოტო სოციალურ ქსელში ჰეშთეგით #WhiteCard (მხოლოდ ლათინური ასოებით, ისე, როგორც არის მოცემული უშუალოდ ორგანიზაციის გზამკვლევში).

ღონისძიებაში ჩართვის მსურველები ერთმანეთს გამოიწვევენ კამპანიაში ჩართვის მიზნით. ფოტოს ატვირთვის შემდეგ, კამპანიის ინიციატორ ორგანიზაციას შესაძლებლობა ექნება, მოიძიოს ჩართულობის სტატისტიკა სხვადასხვა ქვეყნებში და შეაფასოს აქტიურობის დონე.
წლის  მანძილზე  გამოვლინდება  ყველაზე  აქტიური  ქვეყანა  და  გადაეცემა  სიმბოლური პრიზი. აღნიშნული ღონისძიება მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება. კამპანიაში უკვე ჩაერთო არაერთი ცნობილი ქართველი სპორტსმენი. საქართველოში ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“.

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა
ახალი ამბები

დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა

10/29/2025
ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ ᲑᲣᲠᲗᲗᲐᲜ 10 ᲨᲔᲮᲔᲑᲘᲗ – ᲛᲘᲥᲐᲣᲢᲐᲫᲘᲡ 20 ᲒᲝᲚᲘ TOP 5-ᲨᲘ
ახალი ამბები

ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ ᲑᲣᲠᲗᲗᲐᲜ 10 ᲨᲔᲮᲔᲑᲘᲗ – ᲛᲘᲥᲐᲣᲢᲐᲫᲘᲡ 20 ᲒᲝᲚᲘ TOP 5-ᲨᲘ

03/16/2025
ზლატანი, გატუზო, ანჩელოტი, ტოტი, დელ პიერო და სხვანი – რას ამბობენ ლეგენდები ხვიჩას შესახებ
ახალი ამბები

ზლატანი, გატუზო, ანჩელოტი, ტოტი, დელ პიერო და სხვანი – რას ამბობენ ლეგენდები ხვიჩას შესახებ

03/09/2025
“მან ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა, სადმე თუ გადამეყრება, თავს მოვაძრობ” – ილია თოფურიამ პედი პიმბლეტზე ისაუბრა
ახალი ამბები

“მან ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა, სადმე თუ გადამეყრება, თავს მოვაძრობ” – ილია თოფურიამ პედი პიმბლეტზე ისაუბრა

02/14/2025
„მშობლებმა ფრანგული იციან, მაგრამ სახლში ქართულად ვსაუბრობთ”  –  მიქაუტაძე
ახალი ამბები

„მშობლებმა ფრანგული იციან, მაგრამ სახლში ქართულად ვსაუბრობთ” – მიქაუტაძე

02/12/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In